რეზონანსი
06.08.2025

მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცველზე თავდასხმა ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია. 

"ყველა მცდელობა, რომ პოლიციელზე თავდასხმა, ხელის გარტყმა, შეურაცხყოფის მიყენება იყოს განხილული და საზოგადოებისთვის მიწოდებული, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იმთავითვე ფიასკოსთვის არის  განწირული. 

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოუდგენელია, თავს დაესხა პოლიციელს, მას ხელი გაარტყა და ეს იქაურმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამპლუაში განიხილოს და დაადგინოს, რომ თითქოს ამით დანაშაული არ ჩადენილა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×