მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ტელეწამყვანმა "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია გადაღებული.
"თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა...", - დაწერა ვარდოსანიძემ.
დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაცია შარშან ოქტომბერში გავრცელდა. პირველ მეუღლესთან - სალომე ჭაჭუასთან - ურთიერთობა კი 2015 წელს დაასრულა. ახლა კი მოულოდნელად გაირკვა, რომ მსახიობს ურთიერთობა აქვს მარიამ უშვერიძესთან და მისგან მალე უკვე შვილს ელოდება. სხვათა შორის, ამის შესახებ იგი რამდენი თვის წინ ამბობდა კიდეც. „მეყოლება შვილები, ნელ-ნელა მივდივარ მაქეთკენ" - აღნიშნავდა ვარდოსანიძე.
გიორგი ვარდოსანიძე ამჟამად 34 წლისაა.
„ჩემს "სთორიში" იყო ეგ არის ამბავი, მეტს არაფერს დავამატებ. დრო მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს. ამ ეტაპზე გადავყწვიტე, რომ არავისთან ვითანამშრომლო, მხოლოდ ჩემი სოციალურ ქსელის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია. როდესაც გადავწყვეტ მაშინ გაიგებთ ყველაფერს, ოთხი წელია რაც მედიასთან აღარ ვთანაშმროლობ“, - თქვა მსახიობმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე