რეზონანსი
20.11.2023

ალბათ შეგიჩნევიათ, რომ ზოგ ადამიანს ცხოვრებაში მეტად უმართლებს და მიზანს ადვილად აღწევს. ხშირად ეს თავად ადამიანის, მისი განათლების ან გარემოს კი არა, ვარსკვლავების გავლენის დამსახურებაა. არსებობს 7 განსაკუთრებული რიცხვი, როდესაც სწორედ კოსმოსის გავლენით, იღბლიანი ადამიანები იბადებიან.  

8

რვა რიცხვში დაბადებული ადამიანი ყველაფერში წარმატებულია, რაც ფინანსებს და შემოსავალს ეხება. ის ფაქტობრივად, ფულის მაგნიტია, რადგან ფულს და მოგებიან შესაძლებლობებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იზიდავს. ის ხვდება, სად უნდა დააბანდოს ფული და სად მიაგნოს მომგებიან შესაძლებლობას.

10

ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები საოცრად იღბლიანები არიან. ისინი გამუდმებით საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ხვდებიან. მათთვის ლატარიაში ჯეკ-პოტის მოგება, ხელსაყრელი გარიგების დადება ან საფრთხის თავიდან აცილება ჩვეულებრივი რამაა! მთავარია, თავდაჯერებულად იმოქმედოთ და გახსოვდეთ, რომ იღბალს მამაცები უყვარს.

11

ამ რიცხვში ნამდვილი მენტორები და მასწავლებლები იბადებიან. მათ შეუძლიათ, წინასწარ დაინახონ მოვლენების განვითარება, ზუსტად გაშიფრონ პიროვნება არსი და ადვილად განახორციელონ სასურველი. ისინი ყოველთვის გამარჯვებულები არიან.

17

ამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს უძლიერესი ინტუიცია აქვთ. მათ შეუძლიათ დაინახონ ის, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია, იგრძნონ ენერგია, წაიკითხონ აზრები და განზრახვები. სამყარომ ისინი განსაკუთრებული უნარებით დააჯილდოვა და თუ ამ უნარებს სწორად გამოიყენებენ, უზარმაზარ პიროვნულ და ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ.

22

ისინი დაბადებიდან გრძნობენ, რომ განსაკუთრებული მისია აქვთ - სხვა ადამიანების დახმარება. ისინი ფაქტობრივად, კოსმოსიდან გამოგზავნილები არიან, რათა სამყარო უფრო უკეთესი, ჰარმონიული და ფერადი გახადონ. ამისთვის ყველაფერი აქვთ: ნიჭი, ცოდნა, შესაძლებლობები, სურვილი და ენერგია.

26

ისინი ფაქტობრივად, სამყაროს საფულესთან ერთად მოვლინენ, რადგან ფულის ეგრეგორის ძლიერი მფარველობა დაჰყვათ. ფინანსური ნაკადი რომ უწყვეტად მოედინებოდეს, 26 რიცხვში დაბადებულებმა ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიცვან - ფულის გამომუშავების საშუალებები ქალებისა და მამაკაცებისთვის განსხვავებულია. მამაკაცმა შემოსავლის შესანარჩუნებლად მხოლოდ „მამაკაცური“ საშუალებები უნდა გამოიყენოს, ქალს კი შეუძლია აირჩიოს საქმიანობა, რომელიც მოსწონს და საკუთარი სიამოვნებისთვის იმუშაოს.

29

ამ დღეს დაბადებული ადამიანების წარმატების გასაღები დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემაა. თუ ისინი შემოსავლის მიღების საშუალებად მენტორობას აირჩევენ, ფული და შესაძლებლობები ყველა მხრიდან დაიწყებს შემოდინებას.

რა ხდება სხვა დღეებთან დაკავშირებით? ნუთუ სხვა დღეებში დაბადებული ადამიანები უიღბლოები არიან? რა თქმა უნდა არა! ყოველი დაბადების თარიღი უნიკალურია და თავისი მახასიათებლები აქვს.

მთავარია მისი შესაძლებლობების გაგება და მაქსიმალურად გამოყენება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×