რეზონანსი
20.11.2023

ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„გლოვობს ჩემი ბათუმი, სტეფანოვკა. გარდაიცვალა 28 წლის გიორგი ტოფჩიევი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა… როგორი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე. ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით.

დედის გარდაცვალებიდან 4 თვეში შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა გულმა ვერ გაუძლო უდედოდ ყოფნას…

მამა და დედა იმიერში მოგივლიან მოგიშუშებენ შენს ნაიარევს (მამა რამდენიმე წლის უკან გარდაეცვალა).

2 დღის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, გული გაუჩერდა…

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო შემძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები? ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

ასე იცხოვრე 28 წელი…

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.

თავზარდაცემულია, სამეგობრო, ახლობლები ჩვენი უბანი… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“, – აღნიშნულია მიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×