რეზონანსი
18.04.2021

ფაქტია, ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების ეპოქა დაიწყო, რაც დიდ ქალაქებს ეკოლოგიურ საფრთხეებს აარიდებს. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა აშშ-ში გამოშვებულ „ტესლებზე“, რის გამოც მწარმოებელი ახალ ქარხნებს სხვა ქვეყნებშიც აგებს.ამასთან, „ტესლას“ დამფუძნებელი ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებსაც გვთავაზობს, რაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაშიც შეიძლება დაგვეხმაროს...

დუბაის მეექვსე ყოველწლიურ საინსვესტიციო შეხვედრაზე გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით, დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა“. ამასთან, აღიარებულია, რომ აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ჰქონდა და დღესაც აქვს შანსი განახორციელოს კიდეც ისეთი პროექტები, რომლებიც ამ „უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის“ გამოყენებით ქვეყნის მდგრად განვითარებასაც უზრუნველყოფენ და, შესაძლებელია,ქართველების მორიგი ხეობიდან აყრა არ გახდეს საჭირო. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მეტალურგიული მრეწველობაც იყო განვითარებული და ავტომობილების გარდა თვითმფრინავებიც იწყობოდა, არის ფერადი ლითონის საბადოები, ნავთობსადენი პლასტმასისა და რეზინის ნაკეთობათა დამზადების საშუალებას იძლევა, ხოლო ლითონის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდანაც შეიძლება, ამასთან გვყავს კვალიფიციური და შედარებით დაბალანაზღაურებადი მუშახელი, შესაძლებლად მიმაჩნია და გონივრულიც იქნებოდა მთავრობას „ტესლას“ მესვეურებისთვის შეეთავაზებინა საქართველოშიც გამოეშვათ ან, თუნდაც მხოლოდ აეწყოთის მოდელები, რომლებზეც ევროპის, ან თუნდაც მხოლოდ აზიის ან/და აფრიკის კონტინენტებზე იქნებოდა მოთხოვნა. შეიძლებოდა ელექტროავტობუსები , ე. წ. მიკროავტობუსები, ან თუნდაც მხოლოდ „აკუმულიატორები“ გვეწარმოებინა, რითაც ბიუჯეტს ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი შეემატებოდა... 

5 წლის წინ პრემიერ მინისტრს მივმართე კონკრეტული წინადადებებით, ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრის სახელზე შევიტანე განცხადებები (14.05.2020 და 26.02.2021). იმედი მქონდა, მთავრობა ელექტრონული წერილით ან შეტყობინებით გამოხატავდა „ტესლასთან“ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ნებას და ამერიკულ მხარეს წარუდგენდა რამდენიმე ვარიანტს ინვესტიციის განსახორციელებლად ან ერთობლივი საქმიანობის დასაწყებად (მაგ., მიწის გადაცემა 49 წლიანი იჯარით, მიწის საკუთრებაში გადაცემა სიმბოლურ ფასად, თეზ-ის ორგანიზება, გარკვეული საგადასახადო შეღავათები, სს ან შპს დაფუძნება და სხვა).

განვლილი წლების განმავლობაში, ქართული მხარის პოზიციის ან ამ მიმართებით გადაგმული კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, „ტესლა“ უკვე ჩინეთსა და გერმანიაშიც აგებს ქარხნებს, ახლახან კი ინდოეთთანაც წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები... ამასთან, ელექტროავტობუსების წარმოება უკვე რუსეთმაც დაიწყო... .

აღნიშნულ საკითხზე აღარც მთავრობას და აღარც საზოგადოებას არ შევაწუხებდი, რომ არა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაწყების გამო მკვიდრი მოსახლეობის უფლებების აშკარა იგნორიება... მეც ვთვლი, რომ გიგანტური კაშხალის რიონის ხეობაში აღმართვა კატეგორიულად არის მიუღებელი, ხოლო ვინც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სხვა გზას ვერ ხედავს, არსებული პრობლემის გადაჭრის „ამერიკულ მეთოდს“ ვთავაზობ:

მიუხედავად იმისა, რომ „ტესლას“ ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი განუხრელად იზრდება, ილონ მასკი ყველაზე პერსპექტიულად მზის პანელებიანი სახურავების და ენერგიის შემნახველი სისტემების წარმოებას ასახელებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2016 წელს „ტესლამ“ ენერგეტიკულიკომპანია„სოლარ სითი“ შეიერთა, ხოლო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად უკვე იმას მიაღწია, რომ მისი მზის პანელებით სახლის სახურავისმონტაჟიიგივეჯდება, რაცსტანდარტულიმასალითგადახურვა, გასაგები უნდა იყოს, თავადმასკი რატომ მიიჩნევსენერგეტიკისსექტორსავტომობილებისგაყიდვაზე მომგებიანად და მომავალი ათწლეულების განმავლობაში საწარმოო სიმძლავრეების სერიოზულ ზრდას გეგმავს.

გარდა იმისა, რომ მზის პანელებს ამერიკელები სახლებზე ამაგრებენ, მსოფლიოში უკვე გაჩნდა მხოლოდ მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქები (კომუნისტების დროს ცხვარიჭამიას პიონერთა ბანაკშიც წყალი მზის ბატარეებით თბებოდა), ხოლო იქ სადაც მიწის დეფიციტია, მზის პანელებს სარწყავი არხების თავზე ამონტაჯებენ... ამასთან, კალიფორნიაში, სადაც ტესლას მიერ წარმოებული მზის პანელების 40 პროცენტი იყიდება, ილონ მასკმა უკვე აამოქმედა მზის გიგანტური ელექტროსადგური. ამის შემდეგ კი ავსტრალიაში 100 დღეში დაამონტაჯა 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომელზეც 1 კვტ ელექტრორენერგიის გამომუშავება 1 ცენტრზე ნაკლები ჯდება... ამასთან, 100 მილიონიან კაპიტალში, 70 % სახელმწიფოს, ხოლო 30% ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის...

თუ გავითვალისწინებთ, რომ 443 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანსესის“ ასაშენებლად 800 მილიონამდე აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, უმარტივესი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით შეიძლება ჩვენი თურქი მეგობრების დარწმუნება (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ რიონის ხეობის მიმართ სხვა ინტერესებები არ ამოძრავებთ...), რომ გაცილებით მეტ მოგებას მიიღებენ თუ, „სტრატეგიული პარტნიორების“ თანამონაწილეობით,ინვესტიციებს მზის პანელების და ენერგიის შემნახველი სისტემების წარმოებაში ან მზის ელექტროსადგურების აგებაში განახორციელებენ. იმ რეალობიდან გამომდინარე რომ საქართველოში, ძირითადად, სულ მზიანი დარია, ელექტროენერგიას შენობების სახურავებიდანაც მივიღებდით, ხოლომზის ელექტროსადგურებს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთებზე განვათავსებით (მითუმეტეს, საქართევლოშიუდაბნოებიც გვაქვს...) 

ამდენად, გონივრული იქნება, თუ მთავრობა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ვითარებას სრულად გიაზრებს, სპეციალიტების და საზოგადოების აზრის წინააღმდედ არ წავა და აქცენტს მცირე (სადაც შესაძლებელია, საშუალო სიმძლავრის ჰესებზე გადაიტანს, ხოლო პრიორიტეტულად ამერიკელ პარტნიორებთან და სხვა მეგობარი ქვეყნების ინვესტორებთან ურთიერხელსაყრელი თანაშრომლობით მზის ენერგიის მაქსიმალურ ათვისებას მიიჩნევს...„ტესლასთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებოს შემთხვევაში, გარდა იმისა, რომათწლეულების განმავლობაში გაუჩნდება ბიუჯეტის სტაბილური შევსების წყარო და მოსახლეობაც დასაქმდება, ელექტრომობილები თბილისს ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნიან, ხოლო გიგანტურ ჰესებზე უარის თქმა, გარემოსა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის ქმედითი გარანტი გახდება.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×