რეზონანსი
23.08.2021

70 წელზე მეტი ხნის უკან ყაზახეთში პირველი ატომური იარაღის გამოცდა გაიმართა, რომელმაც სტარტი მისცა უპრეცედენტო შეჯიბრს გამალებულ სამხედრო შეიარაღებაში. გამოცდების შედეგად 1.5 მილიონ ადამიანამდე დაზარალდა და დაინფიცირდა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც მასშტაბებით აღემატება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიას. მთლიანობაში ყაზახეთის ტერიტორიაზე 468 აფეთქება განხორციელდა, 2500-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის, ვიდრე ხიროსიმაზე ჩამოვარდნილი ბომბი იყო.

ამიტომაც, 20 წელზე მეტი ხნის უკან ყაზახმა ხალხმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო მშვიდობის და ატომური იარაღისგან თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ, 1991 წლის 29 აგვისტოს ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნ.ნაზარბაევმა თავისი ბრძანებულებით დახურა სემიპალატინსკის ატომური პოლიგონი.

ფიქრებმა სამყაროს ატომური იარაღისგან გასათავისუფლებლად განუმტკიცა ყაზახეთის ლიდერს გადაწყვეტილება შეუპოვრად გაეგრძელებინა 1991 წლის 29 აგვისტოს აღებული კურსი და ატომური იარაღის გაუვრცელებლობა თავისი საგარეო კურსის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ექცია. მსგავსმა მოსაზრებებმა უბიძგა ნაზარბაევს გამოეცა მანიფესტი "მსოფლიო. 21-ე საუკუნე".

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1991 წლის 29 აგვისტოს დაიხურა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პოლიგონი. ამის შემდეგ შეწყდა გამოცდები ნევადაში და სხვა პოლიგონებზე. ჩვენ უარი ვთქვით ატომური იარაღის არსენალზე, რამაც ანტიატომური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად გვაქცია" - ნურსულტან ნაზარბაევი, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი. (29 აგვისტო, 2018 წელი. ქ.ნურ-სულტანი).

ნაზარბაევის ინიციატივის წყალობით ყაზახეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია ანტიატომურ მოძრაობაში. 1991 წლის 29 აგვისტოს სემიპალატინსკის ატომური პოლიგონის დახურვის შედეგად, პირველად მოხდა ატომური იარაღის დელეგიტიმაცია ტერიტორიაზე, რომლზეც მისი შენახვა და გამოცდა ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. შემდეგში ყაზახეთმა უარი თქვა ატომური იარაღის ფლობაზე და მთლიანად განიარაღდა მსოფლიოში სიმძლავრით მე-4 ატომური არსენალისგან, რომელსაც კანონიერად ფლობდა სსრკ-ს დაშლისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.

ყაზახებისთვის პოლიგონის დახურვა გონიერებისა და სიმტკიცის გამოვლენის ისტორიული აქტი გახდა, რამდენადაც ყაზახმა ხალხმა საკუთარ მაგალითზე აჩვენა გზა უფრო უსაფრთხო სამყაროსკენ.

"სემიპალატინსკის პოლიგონის დახურვის აქტი, ეს არის როგორც სასტარტო აქტი ანტიატომური მოძრაობის დასაწყებად. ამან დიდი ავტორიტეტი შემატა ნურსულტან ნაზარბაევს, როგორც რესპუბლიკის და ამ მოძრაობის ლიდერს. სხვა პოლიგონების დახურვის პროცესი ჩვენგან დაიწყო. ჩვენს შემდეგ 1992 წელს აგვისტოში შეწყვიტეს ცდები ნევადის პოლიგონზე აშშ-მ და ინგლისმა. შემდეგ საფრანგეთიც იძულებული გახდა შეეწყვიტა ცდები. და ბოლოს, 1995 წელს "ლობნორის" პოლიგონმა შეაჩერა ცდები. ამრიგად, 5 პოლიგონი გაჩერდა" - ოლჟას სულეიმანოვი (მწერალი, პოეტი, მოძრაობა "ნევადა-სემიპალატინსკის" ინიციატორი).

ყაზახეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოზიცია ნათელი იყო: ყაზახეთი უნდა გახდეს სახელმწიფო თავისუფალი ატომური იარაღისგან. ამიტომაც, ყაზახეთმა ნებაყოფლობით თქვა უარი მსოფლიოში მე-4 სარაკეტო-ატომურ არსენალზე, რომელიც მოიცავდა 1000-ზე მეტ საბრძოლო ერთეულს.

1995 წლის მაისში სემიპალატინსკში განადგურდა ბოლო იქ არსებული ატომური იარაღი და ყაზახეთი იქცა, როგორც დე-ფაქტო, ისე დე-იურე სახელმწიფოდ, რომელიც არ ფლობდა ატომურ იარაღს. იმავე წელს ყაზახეთმა და აშშ-მ დაწყეს სემიპალატინსკის პოლიგონზე ატომური იარაღის გამოსაცდელი ინფრასტრუქტურის განადგურება.

უნდა "დალუქულიყო" 13 ჭა და 181 ქობინი. სამუშაოები დაიწყო 1996 წლის გაზაფხულზე და დასრულდა 2000 წელს. თუმცა, დასრულების შემდეგაც ყაზახეთი, აშშ და რუსეთი განაგრძობდნენ ძალისხმევას ატომური გამოცდების შედეგად დაბინძურებული პოლიგონის ტერიტორიის უსაფრთხო მდგომარეობაში მოსაყვანად.

2012 წლის მარტში ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნ.ნაზარბაევმა მონაწილეობა მიიღო ატომური უსაფრთხოების სეულის სამიტში, სადაც ყაზახეთის ლიდერმა, რუსეთის პრეზიდენტმა დ.მედვედევმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ბ.ობამამ მიიღეს ერთობლივი განცხადება სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ სემიპალატინსკის ყოფილ პოლიგონთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა უსაფრთხოების ხარისხი პოლიგონზე.

აღინიშნა რა, რომ სამუშაო დასასრულს უახლოვდება, სამი ქვეყნის ლიდერმა ის შეაფასა, როგორც წარმატებული მაგალითი სამმხრივი თანამშრომლობისა, რომელიც დაფუძნებულია ერთგულებაზე ატომური იარაღის გაუვრცელებლობის და ატომური უსაფრთხოების პრინციპის მიმართ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი პოლიგონის დახურვა კაცობრობის ისტორიაში პირველ იურიდიულ აკრძალვად იქცა ატომურო იარაღის გამოცდაზე. სემიპალატინსკის კვალდაკვალ დაიხურა სხვა პოლიგონები პლანეტის სხვადასხვა წერტილებში. შედეგად შეიქმნა უნიკალური პირობები, რომ აკრძალვას ატომურ იარაღზე გლობალური ხასიათი მიეღო. ამრიგად, ყაზახეთის გადამწყვეტმა ნაბიჯმა 1991 წელს გაკვალა გზა 1996 წლის შეთანხმების მიღებაზე ატომური ცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად სემიპალატინსკში 2006 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მთელი ცენტრალური აზია გახდა ატომური იარაღისგან თავისუფალი ზონა.

2009 წელს ყაზახეთის ინიციატივით გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ სემიპალატინსკის პოლიგონის დახურვის დღე - 29 აგვისტო გამოაცხადა ატომური იარაღის გამოცდის საწიინააღმდეგო მოქმედებების საერთაშორისო დღედ.

ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს ნ.ნაზარბაევს ასევე ეკუთვნის ლიდერთა გლობალური ალიანსის შექმნა, რომლებიც ატომური უსაფრთხოებისა და მსოფლიო - ატომური იარაღის გარეშე პრინციპისათვის იბრძვიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×