ია აბულაშვილი
25.10.2021

თბილისის მერიის პოლიტიზირება, ძნელი განსაცდელი იქნება ქვეყნისთვის - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის საკრებულოში "ოცნების" უმრავლესობა დაშლის პოროცესს დაიწყებს.

"მრავალპარტიულობის მოდელის წარდგენა ეს არის სპეკულაცია, როდესაც სინამდვილეში სხვადასხვა ჯგუფებად დაშლილი და გაშლილი "ნაცმოძრობაა". მერიის პოლიტიზირება დიდი განსაცდელი იქნება ქვეყნისთვის, თანაც პირდაპირი სცენარი აქვთ - ხელში აიღონ ძალაუფლება.

"თბილისის მერი ნამდვილდ არის დიდი ფიგურა, მაგრამ მელიას დიდი პერსპექტივა არ აქვს, ის დროებითი მოვლენაა. პარტიაშიც ამოტივიტივდა სააკაშვილის ჯინაზე, მას მხარი დაუჭირა ახალგაზრდა ფრთამ და ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მიშას სიტყვა არ გავიდა.

"არჩევნებში კი ხმები მიშას ხარჯზე მიიღო. კურიოზია, "ნაცმოძრაობაში" რაც არ უნდა "დავარცხნილი" და "დასავლეთში განათლება მიღებული" ახალი კადრი მოვიდეს, ბირთვი არის სააკაშვილის, თავისი უცვლელი ელექტორატით.

"ამომრჩევლის 13-15%-ი მხარს მხოლოდ სააკაშვილს უჭერს. არჩევნების მეორე დღეს, არავითარი არეულობა არ იქნება, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურის არ აქვს. ე.წ. კრიზისი კი მხოლოდ ტელეეკრანზე იქნება" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×