რეზონანსი
26.11.2021

 ამხელა ძალისხმევით აღდგენილი დაკარგული სახელმწიფოებრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარ თავსა და ცვალებად სამყაროს ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისა და სოლიდარობის პრიზმაში. პოლონურ ენაში არის ერთი ასეთი თანამედროვე პოპულარულიგამონათქვამი: „დაიცავი რაღაც ისე, როგორც დამოუკიდებლობა". ეს ნიშნავს მკაფიო და განსაზღვრული პოზიციის ქონას რაიმე იდეის ან ღირებულების მიმართ. საიდან მოდის ეს გამონათქვამი?

ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს 11 ნოემბერს, ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის დღისა ღნიშვნაში. რასაც ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ, გახლავთ სწორედ ის ღირებულებები, რომლებიც ათეულობით მილიონ პოლონელს აერთიანებს. ეს დღესასწაული ეხმიანება ჩვენი წინაპრების ენთუზიაზმს, რომლებმაც 1918 წელს, 123-წლიანი ოკუპაციის შემდეგ, საბოლოოდ მაინც მიაღწიეს იმას, რისთვისაც იბრძოდნენ - დამოუკიდებელი პოლონეთის დაბრუნებას ევროპის პოლიტიკურ რუკაზე. ეს არის შეხსენება მათი უზარმაზარი წარმატებისა, რომელიც დღემდე სიამაყითა და სიხარულით გვავსებს. ეს არის ასევე შეუპოვრობისა და ოპტიმიზმის ზეიმი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა, რადგან ჩვენ არასდროს, არცერთი წამით, არ შევგუებულვართ სამი უცხო, აბსოლუტისტურიი მპერიის ბატონობას. და ბოლოს, ეს არის საზეიმო განცხადება, რომ ჩვენთვის ფასდაუდებელია საკუთარი, სუვერენული სახელმწიფოს ქონა - საერთო სახლისა, სადაც ჩვენ თამამად შეგვიძლია დავტკბეთ მოპოვებული თავისუფლებით. ამ ღირებულების დასაცავად, ჩვენ მზად ვართ გავიღოთ უდიდესი მსხვერპლი.

მოვლენა, რომელიც პოლონეთის ისტორიის დასაწყისს აღნიშნავს, არის პრინც მიეშკო I-ის ნათლობა 966 წელს. იმ მომენტიდან მოყოლებული, ჩვენ ყოველთვის შეგვაქვს წვლილი თავისუფალი ერების ევროპული ოჯახის განვითარებისა და დაცვის საქმეში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ ჩვენი კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, პოლიტიკური აზროვნების საკუთარ ტრადიციას და პოლონეთის ისტორიის უნიკალურობას.

ამხელა ძალისხმევით აღდგენილი დაკარგული სახელმწიფოებრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარ თავსა და ცვალებად სამყაროს ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისა და სოლიდარობის პრიზმაში. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ორი პრინციპი ოდესღაც ევროპული ზესახელმწიფოს, პოლონეთის სამეფოსა და ლიეტუვის დიდი საჰერცოგოს წარმოშობა-განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იდეალები აყვავებული მომავლის შექმნისა და მრავალი ინიციატივის წარმატების წინაპირობაა, რაც მიზნად ისახავს მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას ევროპაში - იქ, სადაც პოლონეთია: ევროკავშირში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და იმ რეგიონალურსტრუქტურებში, რომლებიც მხარს უჭერენ სამი ზღვის ინიციატივასა და ბუქარესტის ცხრიანს.

თავისუფლების, სოლიდარობისა და კანონის პატივისცემის ღირებულებებს მივიჩნევთ ფუნდამენტურ, განუყოფელ და ურთიერთშემავსებელ ფენომენებად. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე შეუძლია ევროპულ საზოგადოებას გაუმკლავდეს კრიზისების იმ მზარდ რაოდენობას, რომლის წინაშეც ახლა დგას. გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგის რღვევა; ჰიბრიდულ იომის ახალი, საშიში ფენომენი; ენერგეტიკა, ჯანმრთელობა და სურსათის უსაფრთხოება; კლიმატის ცვლილება; მასობრივი მიგრაცია; დემოკრატიის გაძლიერება ტექნოკრატიული ელიტიზმის ცდუნების თავიდან ასაცილებლად; გამოხატვის თავისუფლება ციფრულ ეპოქაში; საერთაშორისო კორპორაციებისა და საფინანსო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა; გლობალური შეჯიბრი ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსის კვლევაში - ეს არის გამოწვევებისა და ტრანსფორმაციების სრული მასშტაბი, რომელიც დიდიხ ნისგანმავლობაში განსაზღვრავს ევროპის პოზიციას მსოფლიოში. თუ ევროპელებს სურთ მათი მიღება, მათ ერთად და ახლა უნდა იმოქმედონ.

ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება იმდენად, რამდენადაც იგი ითვალისწინებს დღევანდელი ევროპის ნამდვილ ბუნებას. მისი ფუნდამენტური მახასიათებელია მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის უძველესი სიმდიდრე. ეს არის ყოველივე უნიკალური, მრავალგანზომილებიანი, კრეატიული და მიმზიდველი ჩვენს ცივილიზაციურ მოდელში. ჩვენი კონტინენტის ყველაზე დიდი აქტივი არის სწორედ ეს შიდა მრავალფეროვნება თავისი სხვადასხვა შედეგებით, მათ შორის ევროინტეგრაციით.

დღეს პოლონეთი დინამიურად განვითარებადი სახელმწიფოა, რომელმაც იცის როგორ გამოიყენოს თავისი დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება და სუვერენიტეტი. ჩვენ ვაგრძელებთ პოტენციალის ზრდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მომსახურების სექტორს, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვას ეხება. პოლონეთ საქვს ძლიერი ეკონომიკური კავშირები მის დასავლელ პარტნიორებთან საგარეო ვაჭრობისა და სამრეწველო თანამშრომლობის სფეროებში.

ჩვენ ვართ ევროკავშირის ერთგული წევრი და წვლილი შეგვაქვს ორგანიზაციის წარმატებაში, რადგან ის კონკურენციას უწევს და თანამშრომლობს გლობალურ სცენაზე. ჩვენ ასევე დიდძალისხმევას ვდებთ მისი საზღვრების დასაცავად, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში.

პოლონელები დარწმუნებულნი არიან, რომ განვითარებისა და შიდა კონსოლიდაციის პერსპექტივები ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ ვიზიარებთ იგივე მისწრაფებებსა და იმედებს, რასაცე ვროკავშირის დამფუძნებელი მამები და გვსურს, რომ წვლილი შევიტანოთ მათ რეალობად გადაქცევაში - ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.

 

ანდჟეი დუდა - პოლონეთის პრეზიდენტი

ტექსტი გამოქვეყნდა ყოველთვიურ გამოცემა Wszystko Co Najważniejsze-ში (პოლონეთი), როგორც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან (Instytut Pamięci Nardowej) და პოლონეთის ეროვნულ ბანკთან (NBP) ერთად განხორციელებული ისტორიული საგანმანათლებლო პროექტის ნაწილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×