რეზონანსი
05.09.2022

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარე სი ძინპინი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სექტემბერში პირველად ეწვევა ყაზახეთს. მომავალ შეხვედრას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის იმართება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 და მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 20 წლისთავზე.

ექსპერტები თვლიან, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, მითუმეტეს, რომ ბოლო ხანებში შეიმჩნევა ორმხრივი კონტაქტების გააქტიურება უმაღლეს დონეზე. ამის დასტურად სახელდება ჩინეთის ხელმძღვანელობის მიერ ყაზახეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა „ტრაგიკული იანვრისა" და „ახალი ყაზახეთის" მშენებლობის რეფორმების მოვლენების დროს.

მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული კონტაქტები სახელმწიფოს მეთაურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. ორგანიზებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და „ცენტრალური აზია-ჩინეთი" და ბრიკს+ ქვეყნების ლიდერების ვირტუალურ სამიტში მონაწილეობა. თებერვალში ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა „გააღრმავონ პოლიტიკური ურთიერთნდობა, გააფართოვონ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა, აგრეთვე, განავითარონ კეთილმეზობლური ურთიერთობა".

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აღინიშნება ის, რომ ჩინეთს უკავია კომპრომისული პოზიცია „სვმდა"-ში ყაზახეთის თავჯდომარეობის ინიციატივების მიმართ და ოფიციალურად დაუჭირა მხარი სათათბიროს გარდაქმნას საერთაშორისო ორგანიზაციად. თავის მხრივ, ყაზახეთი ასევე უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის" პრინციპს და აღიარებს ტაივანს, როგორც ჩინეთის განუყოფელ ნაწილს.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წანაპანდემიურ პერიოდს უბრუნდება. აღდგენილია ყველა გამშვები პუნქტის ფუნქციონირება საზღვარზე, დაწყებულია ყაზახური პროდუქციის ტრანსპორტირება საავტომობილო გამშვები პუნქტების გავლით, შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები ტვირთგადაზიდვის სფეროშიც. საყოველთაო ლოქდაუნებმა ჩინეთში შეზღუდული გავლენა იქონია ორმხრივ ტვირთბრუნვაზე, რომელმაც 2022 წლის 5 თვის განმავლობაში 332 ათას დფე ან 3218 მატარებელი (-7%) შეადგინა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონტეინერების დაბრუნების მექანიზმის შემუშავების შედეგად დაბრუნებულ იქნა 7 000 ყაზახური კონტეინერი. მოგვარდა საცობების პრობლემა სარკინიგზო გამშვებ პუნქტებზე და ყოველდღიურად საზღვარს კვეთს საშუალოდ 12-13 მატარებელი, რაც შეესაბამება მოთხოვნებსა და მიმდინარე გადაზიდვების მოცულობას.

სავაჭრო ურთიერთობათა დინამიკაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები: 2022 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 8,8 მილიარდი დოლარი (+26,3%) შეადგინა, ყაზახური ექსპორტი გაიზარდა 30,7%-ით და 5,1 მლრდ. ხოლო იმპორტმა 3,7 მლრდ. დოლარი (-1,6%) შეადგინა. ჩინეთის საბაჟოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში ტვირთბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 11,5 მლრდ-ს მიაღწია (+18,4%), სადაც ყაზახეთის ექსპორტი 6,4 მლრდ. (+41%), ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 5,1 მლრდ. დოლარმა (-1,6%) შეადგინა.

რაც შეეხება საინვესტიციო-ინდუსტრიულ თანამშრომლობას, წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა 2 პროექტი - ნატურალური ქვის გადამუშავა და ლითონის მილების წარმოება, რომელთა საერთო ღირებულება 120 მლნ. დოლარს შეადგენს. ასევე, დაწყებულია პროექტების რეალიზაცია საწარმოო ლოგისტიკური ბაზისა და ჰაერის ელექტროჰესის (156მგვტ) მშენებლობაზე 426მლნ. დოლარის ღირებულებით. მიმდინარეობს მუშაობა საქონლის ნომენკლატურის გაზრდაზე ჩინეთში ექსპორტისთვის. კონკრეტულად კი, 2022 წლის ივნისისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომა აქვს ყაზახეთის სასოფლო-სამეურნეო 20 პროდუქციას და აკრედიტირებულია 1046 წარმოება.

მიღწეულია შეთანხმება რელულარული სამგზავრო გადაზიდვების აღდგენაზე ალმატი-ჩენდუ-ალმატის მარშრუტზე (კვირაში 2-ჯერ) და ალმატი-ურუმჩი-ალმატი (ორ კვირაში 1-ხელ).

აქტიურად ვითარდება ენერგეტიკული თანამშრომლობა ყაზახური ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სფეროში, სატრანზიტო და ყაზახური გაზის ექსპორტი ჩინეთში, აგრეთვე, სამოქალაქო ატომური ენერგეტიკა. ამჟამად ყაზახეთში ჩინური კომპანიების მონაწილეობით მუშავდება ენერგეტიკული პროექტები 2,997 მლრდ. დოლარზე, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება - 772 მლნ. დოლარი.

აქტიურად ვითარდება ორივე ქვეყანაში კულტურული ცენტრების გახსნის საკითხი, შესაბამისი შთანხმების ხელმოწერა მოსალოდნელია სი ძინპინის ვიზიტისას. განხილვის სტადიაშია პავლოდარის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ფილიალის გახსნის საკითხი, ხოლო მაისში უკვე მიღებულია ჩინეთის საგარეოს პრინციპული თანხმობა, ყაზახი სტუდენტების გამგზავრებაზე, რომლებიც სწავლობენ 147 „ჩინეთის მსოფლიო კლასის უნივერსიტეტებში მაღალი კლასის სპეციალობებზე." სტუდენტებისთვის გასამგზავრებლად ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ადამიანური და საქმიანი კონტაქტები გასააქტიურებლად განახლებულია ვიზების გაცემა ყაზახეთის მოქალაქეებზე, მათ შორის რეპატრიანტებზე ნათესავების მოსანახულებლად ჩინეთში.

უკვე მიმდინარე სასწავლო წელს ნანინის პედაგოგიური უნივერსიტეტი გუმილევის სახელობის ევრაზიის ნაციონალურ უნივერსიტეტთან ერთად დაიწყებს ორდიპლომიანობის განათლების პროგრამას: ბაკალავრიატის სტუდენტები ორივე ქვეყნიდან ისწავლიან 2-2 წელს თითოეულ უნივერსიტეტში. ყაზახებს გამოუყოფენ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიებს და უფასოდ შეასწავლიან ჩინურ ენას.

გუმილევის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე განიხილება „ლუ ბანიას საოსტატოების" - პროფესიონალურ-ტექნიკური სასწავლებლების გახსნის საკითხი, რომლებიც ფუნქციონირებენ ჩინეთის სრული დაფინანსებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ამ სასწავლებლების არის საკადრო უზრუნველყოფა ჩინეთის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა უცხოეთში. ამასთან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩინეთში სწავლის გაგრძლებისა სამეცნიერო მიმართულებითაც.

მთლიანობაში ყაზახეთისა და ჩინეთის ურთიერთობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის სხვადასხვა სექტორებს, ეკონომიკას და კულტურას წარმოადგენს ნათელ დასტურს ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისა, აგრეთვე, დაგეგმილი ერთობლივი გზისა, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადეს ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერებმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×