„რა არის ყაზახეთი პოტენციური ინვესტორების თვალში?" - ეტაპობრივად გავცემთ ამ კითხვაზე პასუხს და დასაწყისში ცოტა ანალიტიკურ შესავალსაც გავაკეთებთ.
ყაზახეთი - ბუნებრივი მინერალებით მდიდარი ქვეყანაა. მსოფლიოში ურანის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია - ეს ერთი, ქრომის, ტყვიისა და თუთიის მარაგებით პლანეტაზე მე-2 ადგილს იკავებს - ეს ორი, მე-3 ადგილი მარგანეცის მარაგებით - ეს სამი, მე-5 ადგილი სპილენძის საბადოებით - ეს ოთხი, მსოფლიოს ტოპ 10-შია ქვანახშირის, ლითონის და ოქროს მარაგებით - ეს ხუთი. ლოგიკა შემდგომაც დაახლოებით მსგავსია.
ყაზახეთი - სატრანსპორტო კომუნიკატორია ევროპასა და აზიას შორის. ხოლო მოდიფიცირებულ ვარიანტში ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მონაწილეობით, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიას აფრიკასთან. პირდაპირ აკავშირებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებითაც კი საერთო მსყიდველობით ბაზარს 1 მილიარდი ადამიანისთვის.
მაგალითისთვის, ყაზახეთის სატრანსპორტო როლის სარგებლიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის ყველა სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვების 70% სწორედ ყაზახეთზე მოდის. მითუმეტეს, საინტერესოა, რომ ასეთი მიმართულება 3-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო.
ქვეყენაში მოქმედებს უვიზო რეჟიმი მსოფლიოს 77 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ოესრ-ის ყველა ქვეყნისთვის. ივლისში ეს სია გაიზარდა ჩინეთით, ინდოეთით და ირანით.
რაც შეეხება გლობალურ საინვესტიციო რეიტინგებს, „DoingBusiness 2020"-მა ყაზახეთს 25-ე ადგილი მიანიჭა მნიშვნელოვანწილად შეაფასა რა კონტრაქტების უზრუნველყოფისა და მინორიტარული ინვესტორების უფლებების დაცვის კუთხით. ხოლო, DiIntelligence-ის ანგარიშში - ამ ცენტრალურ-აზიურმა ქვეყანამ მიიღო პირველი პოზიცია „წარმოებითი სიმძლავრეების მომავალი განლაგების ეფექტური დანახარჯები 2018/19 წლების" კუთხით.
UNCTAD-ის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციების 60% ყაზახეთზე მოდის.
ამას გარდა, ექსპო 2017-ის გამოფენის ორგანიზების შემდეგ იმავე ტერიტორიაზე ყაზახეთმა მიიღო მთელი ფინანსური ჰაბი, სადაც ამჟამად მოქმედებს ეგრედ წოდებული „ინგლისური სამართალი", დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტით და საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრით, რაც არის მხარეთა უფლებების დაცვის გარანტი. ყველაფერთან ერთად აქ ბიზნესს 50-წლიანი საგადასახადო შეღავათი ეძლევა, გამარტივებული სავალუტო, სავიზო და შრომის რეჟიმით. უდაოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნათელი უპირატესობები გაუფასურდება, თუ თავად ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა. ყაზახეთი მეტად მოწადინებულია დაიცვას აუცილებელი ბალანსი პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ორიოდე კვირაში ქვეყანა უმასპინძლებს მსოფლიო რელიგიათა მე-7 სხდომას, რომელიც უმაღლესი პონტიფიკის ფრანსისკ 1-ის მონაწილეობით გაიმართება.
თავის თანამდეროვე ისტორიაში ყაზახეთი წლიდან-წლამდე ახდენს თავისი ეკონომიკის მოდერნიზებას დივერსიფიკაციას. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიტუაცია აიძულებდა გაეგრძელებინა სასარგებლო წიაღისეულის ინდუსტრიული ათვისება, ახლა პრიორიტეტი ხდება ასევე მრავალი სხვადასხვა მრეწველობის დარგი და მიმართულება, როგორც კვების მრეწველობა და აგრობიზნესი, ასევე, ტურიზმი და განახლებადი ენერგიის წყაროები.
ბოლო წლების რეფორმებმა გაცილებით იოლი გახადეს ბიზნესის რეგისტრაცია. მაგალითად, ბიზნესის გახსნისთვის ყაზახეთში საჭიროა მხოლოდ 1 დღე, ხოლო უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის 3 დღე.
2021 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა ინვესტიციის რეკორდული რაოდენობა ძირითად კაპიტალში - 13,2 ტრლ. ტენგე, ეს 700 მლრდ. დოლარია. ეს უფრო მეტია, ვიდრე წინაპანდემიურ პერიოდში.
ამასობაში, ამ ქვეყანაში მოქმედებს 13 სპეციალური ეკონომიკური ზონა და 24 ინდუსტრიალური ზონა, რომლებიც ათავისუფლებენ ინვესტორებს სხვადასხვა სახის გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლებისგან.
შეხედეთ აქტიური საინვესტიციო პროექტების რაოდენობას და ქვეყნებს, რომლებიც მათ რეალიზებას ახდენენ: ჩინეთმა ინვესტიცია ჩადო 34 მოქმედ პროექტში, თურქეთმა 32-ში, რუსეთმა 20-ში, აშშ და შვეიცარია - 8, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული საემიროები - 6-7.
არსებობს ერთი უდაო სიმართლე „მთავარი წინაღობა ინვესტორებისთვის - ეს ურთიერთგაგების არარსებობაა". ყაზახეთი მთლიანობაში სრულიად გასაგები და ნათელია, ღია და სასარგებლოა თანამშრომლობისთის.
ალექსანდრე ალექსიძე