8-10 დეკემბერს ყირგიზეთის დედაქალაქში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების სამიტი რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და 5 წევრიდან 2-ზე მძიმე სასანქციო ზეწოლის ფონზე შედგა. ამგვარი კონტექსტი სერიოზულ ტესტი გამოდგა გაერთიანების გამძლეობაზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს სიცოცხლეს და ცდილობს გააფართოვოს კავშირები და ვაჭრობის მოცულობა გაზარდოს.
ნათელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა კორექტივები შეიტანა ეეკ-ის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) ფუნქციონირებაში. იმ სასანქციო შეზღუდვებმა, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს მონაწილე-ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე.
ურთიერთობის გაუარესების გათვალისწინებით, გაერთიანების მონაწილეებს შორის გაჩნდა ვარაუდი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესაძლო დაშლის შესახებ. გაიზარდა უნდობლობა რუსეთის, როგორც პარტნიორის მიმართ, რომელიც იმაზე უფრო არაპროგნოზირებადი გამოდგა, ვიდრე, იყო ნავარაუდევი. საერთაშორისო სანქციებმა მძიმედ დაარტყა მიაყენა მთელი კავშირის ეკონომიკას, ქვემოთ დასცა რა მონაწილე-ქვეყნების ნაციონალური ვალუტები და სარეკორდოდ ააგორა ინფლაცია.
ამგვარი რთული კონტექსტი აიძულებს გაერთიანების მონაწილეებს ფორსირებულად ეძებონ თანამშრომლობის ახალი ფორმატები და საკომუნიკაციო არხები მესამე ქვეყნებთან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ისტორიულად ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არ იძლევა საშუალებას კარდინალურად გააჩეროს და დღის წესრიგიდან „უეცრად გააქროს" მოქმედი რეგიონალური პროექტები. ყველა უთანხმოებისა და დამამძიმებელი გარემოებების მიუხედავად ინტეგრაცია მაინც მუშაობს და მოაქვს თავისი შედეგები.
ეს შესანიშნავად ესმის ყაზახეთის ახალი 7-წლიანი ვადით არჩეულ პრეზიდენტს ტოკაევს. როგორ გამოცდილ დიპლომატსა და მომლაპარაკებელს, მას კარგად ესმის როგორ ითამაშოს რთულ პირობებში და შეინარჩუნოს ბალანსი. ამიტომაც ზუსტად ის ხდება მთავარი ჰედლაინერი ამ თამაშში ახალი პორობებით.
ნათელია, რომ ეეკ-ის პოზიტიური პროცესების მთავარი ლოკომოტივი მიმდინარე წელს ყაზახეთი გახდა, როგორც იშვიათი მოთამაშე, რომელმაც შეძლო ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება რეგიონში გეოპოლოტიკური კომბინაციების ყველა მონაწილესთან და მის გარეთაც.
„ვაჭრობასა და ეკონომიკაში ზრდის ახალი ნიშნულების ძიებაში მხოლოდ დროული და თამამი გადაწყვეტილებები დაგვეხმარება. პროდუქციის რეალიზაციისთვის თანამედროვე და ეფექტური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ყაზახეთის სასაზღვრო რეგიონებში იქმნება სავაჭრო ჰაბები მთელი ევრაზიული სივრცისთვის" - განაცხადა ტოკაევმა ახლახანს ფორუმზე, რომელიც რუსეთთან ორმხრივ სასაზღვრო თანამშრომლობას ეხებოდა.
ახალ მიდგომებში პრეზიდენტი ტოკაევი გულისხმობს ეეკ-ის შესაძლებლობების მიბმას პოტენციურ ტრანსნაციონალურ კორიდორებთან ისეთი ინიციატივების ფარგლებში, როგორებიცაა „ერთი სარტყელი, ერთი გზა" და მარშრუტი „ჩრდილოეთი-სამხრეთი". ეს უხსნის „ევრაზიულ ხუთეულს" სრულიად ახალ პერსპექტივებს: გაზარდონ ექსპორტი და წარმოების ერთობლივი ჯაჭვები შექმნან „სარტყელის" ქვეყნებთან, სავალუტო-ფინანსური და საინვესტიციო თანამშრომლობის განსავითარებლად, აგრეთვე, თანამშრომლობისთვის ციფრულ ტექნოლოგიებში.
ზუსტად ამ თემას განიხილავენ ბიშკეკში. სამიტის დღის წესრიგშია აგრეთვე: ერთიანი გაზის ბაზრის შექმნის პერსპექტივა, შიდა ვაჭრობაში არსებული წინაღობების აღმოფხვრა, ეეკ-ის ფარგლებში მსხვილი საკოპერაციო პროექტების დაფინანსება და ახალი თავისუფალი ეკონომიკური სივრცეების შექმნა მესამე ქვეყნებთან. თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ ქვეყნებად ეეკ-მა განსაზღვრა: ჩინეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი, გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, ინდონეზია, მექსიკა, თურქეთი და უზბეკეთი.
უზბეკეთის საკითხზე ცალკე ღირს გაჩრება. ამ ქვეყანამ 2020 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ორგანიზაციაში და მას შემდეგ მუდმივად აღრმავებს თანამშრომლობას პარტნიორებთან ეეკ-იდან. ბოლო ინიციატივათაგან, რომელსაც აქტიურად განიხილავს საექსპერტო საზოგადოება - ესაა, „სამთაშორისი საგაზო კავშირის" შექმნა ყაზახეთს, რუსეთსა და უზბეკეთს შორის.
როგორც ეკონომისტები თვლიან, „საგაზო ინიციატივას" შეუძლია სარგებელი მოუტანოს არამარტო ამ სამეულს, არამედ პერსპექტივაში მთელს ეეკ-ს, მას შემდეგ რაც შიქმნება ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი და მოხდება ახალი პარტნიორების ინტეგრაცია გაერთიანებაში.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები ეს არ არის სრული სია იმ თემებისა, რომლებიც ბიშკეკის სამიტზე განიხილება. მაგრამ, თუნდაც უკვე მათი რაოდენობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები მომართული არიან თანამშრომლობის არამხოლოდ გასაგრძელებლად, არამედ კიდევ უფრო გასაღრმავებლად ყველა გარემოებისა და ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად.
მინუსების ნახვაც, რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ამ ყველაფერში - ეეკ-ის წევრობაშიც ეს გამოინახება ყველა მონაწილისთვის. ასე მუშაობს ინტეგრაცია - შენ პატარა მსხვერპლს იღებ, რათა მიიღო მეტი.
დღეს ჩამოყალიბებული ყველა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებების მთელი სპექტრის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეზე არ არსებობს ეეკ-ის მსგავსი ეფექტური თანამშრომლობის და მასშტაბის სხვა შესაძლებლობები.
შესაბამისად მონაწილე-ქვეყნებს მოუწევთ თანამშრომლობა და იმ „ზრდის ახალი წერტილების" მოძებნა და იმ „დროული და თამამი გადაწყვეტილებების" მიღება, რათა, არამარტო გადარჩნენ, არამედ წარმატებულები იყვნენ თანამედროვე წესრიგის ახალი სურათის პირობებში.
და ამის გაკეთება მოუწევთ ერთობლივად.
ალექსანდრე ალექსიძე