რეზონანსი
31.01.2023

 ეს არის უდიდესი ისტორიული თარიღი და მოვლენა და არამარტო საქართველოსთვის!

ხალხის მიერ აღმაშენებლად აღიარებული მეფე! მეფე რომელმაც:

- ხალხს და ქვეყანას დაუბრუნა ღირსება;

- ეკლესია გაამეცნიერულა და მეცნიერება გაარელიგიურა;

- გეოგრაფია აქცია პოლიტიკად;

- „დიდგორის ომით" გადაარჩინა ევროპა და დასავლური ცივილიზაცია;

- საუკუნეების წინ დანერგა მთავარი, რაზეც დგას ცივილიზებული მსოფლიოს მომავალი, რომელიც დღეს კონვერგენციის თეორიით არის ცნობილი: „ძლიერს უჭერდა მხარს, სუსტს იცავდა!"

ეს წელი საქართველოსთვის (და არა მარტო) განსაკუთრებული, პირდაპირ ვთქვათ, სანიშანსვეტოა: სრულდება 950 წელი მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის დაბადებიდან!

დარჩა ორი კვირა და ჯერ ეს ხმამაღლაც არ თქმულა... ეს მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით უნდა ვსაუბრობდეთ ყველა, პირველ რიგში ხელისუფლება.

ჩვენ ეს ხაზგასმა გავაკეთეთ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ხატმწერ შალვა გერაძის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის უნიკალური ხატი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გელათის ტაძარში დავაბრძანეთ. ამის შესახებ ვისაუბრეთ გასულ წელს, 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, მეცნიერთა კონგრესზე , გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში!

ჩვენთვის, ამ წლის ყველა ღონისძიება, დავით აღმაშენებლის სახელთან იქნება დაკავშირებული...

8 თებერვალს14 საათზე, მეცნიერთა ტრადიციული კონგრესი შედგება გელათში. მთავარი თემა მომავლის საქართველოს ეკონომიკა იქნება.

ქართული ერთობის დარბაზის (ქედი) დამფუძნებელთა საბჭოს, ფონდ „გზა ცივილიზებული ქვეყნისკენ" და მეცნიერთა კონგრესის დიდი სურვილია

ეს იყოს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის წელი და ამის საწყისად და დასტურად სწორედ 8 თებერვალი იქცეს!

ეს კონგრესი ტრადიციულია , ტარდება საქართველოს პარიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს თანადგომითა და ხელშეწყობით!

გელათის კონგრესში მონაწილეობის წერილები უკვე დაეგზავნათ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, საქართველოს მინისტრებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას , საქართველოს საინჟინრო აკადემიას, ისტორიულ და დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებს , საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩებსა და მისიათა ხელმძღვანელებს, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ტელევიზიებს, მედიის საშუალებებს...

ჩვენი დიდი სურვილია, ამ დღეს ვიყოთ გელათში, პატივი მივაგოთ დავით აღმაშენებლის საფლავს, შევუერთდეთ მეცნიერთა კონგრესს, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნისთვის ეროვნული დოქტრინის შექმნის აუცილებლობას, მიიღებს გადაწყვეტილებას 2023 წლის დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადების თაობაზე, დაამტკიცებს ამ წლის სანიშანსვეტო ღონისძიებებს, განიხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხს - მომავლის საქართველოს ეკონომიკას!

გელათის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მსურველთა გამგზავრება მოხდება ორგანიზებულად, 8 თებერვალს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან (სასტუმრო „ივერიას" წინ) , იმ ადგილიდან, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა აკურთხა კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ,ილია მეორემ და გადაწყდა პრეზიდენტის ბრძანებულებით..

გამგზავრების ადგილზე და გელათის კონგრესზე იქნება ხელმოწერილი პეტიცია ხელისუფლებისადმი,დავით აღმაშენებლის ძეგლის მის პირვანდელ ადგილზე დაბრუნების თაობაზე!

მეცნიერთა კონგრესის სახელით,

ერეკლე შონია

გოჩა ცოფურაშვილი

თემურ შაშიაშვილი

ვახში ჟვანია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×