ია აბულაშვილი
05.08.2020

„არ მგონია პატარა პარტიებმა ამ არჩევნებში სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალონ, რადგან არცერთს არ აქვს გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. ეს არჩევნები იქნება ისევ ორპოლუსიანი, „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პატარა პარტიების შანსებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

„როცა სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი გზავნილი იყო, რომ დაიჭერდა ყველა კორუმპირებულს და მართლაც ყველა დაიჭირა. ივანიშვილი რომ მოდიოდა, ჰქონდა იმიჯი, რომ ბევრ ფულს ხარჯავდა. ანუ სააკაშვილს და ივანიშვილს ჰქონდათ სერიოზული გზავნილი და ორივეს შემთხვევაში იმუშავა.

„ამ პატარა პარტიებს კი არა აქვთ გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. თანაც ის ამომრჩეველი, რომელმაც შეიძლება პატარა პარტიებს ხმა მისცეს, ძალიან ჭრელი სეგმენტია - იქ არიან მემარცხენეებიც, მემერჯვენეებიც, კონსრევატრებიც და სხვა. ამ ჭრელი სეგმენტის შემკვრელი პირიც არ ჩანს. ამიტომ არ მგონია, რომ პატარა პარტიებმა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს. „ლელომ“ შეიძლება მაქსიმუმ 5% აიღოს, ელისაშვილი გადავიდეს 1%-ს, ისიც თბილისის ხარჯზე და ა.შ.

„ეს არჩევნები მაინც იქნება ორპუოლუსიანი, „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის. მაგრამ, თუ ჯამში ოპოზიციამ პროპორიცული სისტემით ხმების უმეტესობა აიღო, მაშინ ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება იცვლება, რადგან არჩევნებს იგებს პროპორციული სისტემა და არა მაჟორიტარული სისტემა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში „გააიასნოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×