თამთა ჩაჩანიძე
05.08.2020

მმართველ პარტიაში გადაჭრით უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება" თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ბოსტნეულს ურიგებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ოცნება" ამომრჩევლებთან ასეთ სტილში ურთიერთობას არ აპირებს.

ბოსტეულის დარიგების ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა" გაავრცელა. მათი ცნობით, კადრები ქობულეთშია გადაღებული, სადაც „ქართული ოცნების" კოორდინატორები მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს პროდუქტებს უფასოდ ურიგებდნენ.

ვიდეოს აღშფოთებული მოსახლეობის კომენტარები ერთვის, სადაც აღნიშნავენ რომ „ჩვენი საშველი არასდროს არ იქნება".

დეპუტატი რომან კაკულია „რეზონანსთან" აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნებაში" ასეთი აზრი თავში არავის მოუვა.

„არ ვიცი ვინ რა დაარიგა, ინფორმაცია არ მაქვს, არც ეს სიუჟეტი მინახავს და ისიც ვიცი, რომ არჩევნებთან ურთიერთობას ასეთი სტილით არავინ არ აპირებს. „ოცნების" შიგნით არავის ვიცნობ, ვისაც შეიძლება თავში ასეთი აზრი მოუვიდეს", - აცხადებს კაკულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×