
„არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, მაგრამ მივიღე გადაწყვტილება დავრჩე პოლიტიკაში, ვარ ამ პროცესში, რომლშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დამოუკიდებელ მაჟორიტარად ბრძოლას“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბიძინა გეგიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი აპირებს დამოკიდებლად იყაროს კენჭი ვაკის რაიონში.
„მე მაქვს ჩემი ხედვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე და ეს პარლამენტის ტრიბუნიდანაც განვაცხადე. მივიღე გადაწყვეტილება დავრჩე პოლიტიკაში და ამ პროცესში ვარ, რომლშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დამოკიდებელ მაჟორიტარად ბრძოლას. ამიტომ ჯერ არც ვურაყოფ და არც ვადასტურებ.
„ამას ყასიდად არ ვამბობ, რადგან არ მინდა პროცესებს გავუსწრო. ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესს და უახლოეს ხანებში მივიღებ გადაწყვტილებას. ასე რომ, საინტერესო პროცესები გელოდებათ, ჩემგან როგორც პოლიტიკოსისგან. პატივისცემას ვუცხადებ ყველა კანდიდატს, ვინც მაჟორიტარად იყრის კენჭს ვაკის რაიონში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ბიძინა გეგიძემ.