თამთა ჩაჩანიძე
06.08.2020

„რესურსის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს ვნახავთ ტელევიზიით, სოციალურ ქსელებით; ის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ; იგი დაასაბუთებს, თუ რატომაა ეს აუცილებელი = ეს იქნება მისი რესურსის გამოყენება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ პარტიაში განიხილავენ, თუ მაქსიმალურად როგორ გამოიყენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაში ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს. კონკრეტულად როგორ ჩამოყალიბდება თავად მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოზიცია, ამას საზოგადოებას მაშინ ვაცნობებთ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა სამადაშვილმა.

ნოდიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსის საარჩევნოდ პარტიისთვის გამოყენება შესაძლოა თავად სააკაშვილის ინიციატივა იყო, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" მის ნაბიჯებზე გავლენას ვერ ახდენს.

„სალომე სამადაშვოლმა ეს თქვა, მაგრამ მგონია, რომ ეს თავად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა. ანუ, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთოს და არ მგონია, რომ ამაზე უარის თქმა პარტიას შეეძლოს.

„რესურსის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს ვნახავთ ტელევიზიით, სოციალურ ქსელებით, ის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ, იგი დაასაბუთებს თუ რატომაა ეს აუცილებელი - ეს იქნება მისი რესურსის გამოყენება.

„შესაძლოა პარტიაში სხვადასხვა აზრია იმაზე, თუ როგორ ჯობია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიქცეს, მაგრამ არ მგონია, რომ პარტიას სააკაშვილის ქცევაზე დიდი გავლენა ჰქონდეს.

„თავისთავად ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გარეშე, მითუმეტეს დღევანდელი მისი მდგომარეობით, თავის რეიტინგით ალბათ ნახევარიც არ იქნებოდა."- განაცხადა ნოდიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×