ია აბულაშვილი
02.10.2020

„ნაციონალური მოძრაობა" ჩარჩენილია ძველ დროში და უნდა მხოლოდ მიშა, მაგრამ მიშა რომ გაყოლილია მტკვარსდა მინგიჩაურის წყალსაცავშია, ეს ვერ გაითავისეს. იციან, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და ტემპერატურისასაწევად დარჩათ მხოლოდ პროკაციების მოწყობა," - აცხადებს პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებზე საუბრისას, რაც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხდებოდა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი ისევ ორპოლუსიანი არჩევნებისკენ მიდის და ერთმანეთს მხოლოდ „ნაციონალები" და „ოცნება" უპირისპირდებიან. „ნაციონალური მოძრაობა" ჩარჩენილია ძველ დროში, უნდა მხოლოდ მიშა. მიშა რომ გაყოლილია მტკვარს და მინგეჩაურის წყალსაცავშია, ეს ვერ გაითავისეს. კარგად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და ტემპერატურის ასაწევად დარჩათ მხოლოდ პროვოკაციების მოწყობა, მაგრამ ისე ადრე დაიწყეს, რომ ბოლომდე არც ამის რესურსი ეყოფათ.

„ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, 40%-ზე მეტ ხმას აიღებს და არ დასჭირდება ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნა, „ნაციონალები" კი 12%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ოთხი წელი იქნებიან პარლამენტში, მაგრამ შემდეგ მათი არსებობა აღარავის ემახსროვრება.

„ეს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, „ევროპული საქართველო", რომელიც თითქოს გამოეყო „ნაციონალებს", 3%-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ჩემი აზრით, ნათელაშვილის პარტიამ სულ ვერ უნდა აიღოს ხმები, მაგრამ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, 2-დან 3%-მდე მერყეობს. „ლელოსგან" სხვა მოლოდინი მქონდა, მაგრამ ვერ წაიყვანა პროცესი სწორად, ვინც მედროვე იყო, ყველა ამ პარტიაში შევიდა. ყვარყვარესავით „ყველა პარტია ჩემთანააო", მაგრამ 2%-ს ალბათ აიღებს და შევა პარლამენტში," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×