ქრისტინე კაპანაძე
02.10.2020

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ყარაბაღის ომი დღითიღე მწვავდება. დაპირსპირებული მხარეები ყოველდღიურად ადანაშაულებენ ერთმანეთს სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ვრცელდება ინფრომაცია დაღუპული ჯარისკაცების შესახებაც. რა ვითარება ყარაბაღის ომში და სარგებლობენ თუ არა დაპირსპირებული მხარეები უპირატესობებით ამ საკითხზე „რეზონანსთან" სამხედრო ჟურნალ არსენალის მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარეები მტრის დანაკარგის გაზრდის ფონზე, საკუთარს ამცირებენ.

„ეს არის ყველა ომისთვის დამახასიათებელი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ მტრის დანაკარგები გაზარდონ, საკუთარი კი შეამცირონ. ეს ხდებოდა ადრეც და განსაკუთრებით დღეს, როცა საინფორმაციო საშუალებები უმაღლეს დონეზეა განვითარებული - ბრძოლები მიმდინარეობს არა მარტო საბრძოლო ველზე, არამედ საინფორმაციო ველზე. ობიექტური სურათის ამოცნობა კი არის ძალიან რთული. მხოლოდ ის ვიდეო კადრები იძლევა საშუალებას, რომელსაც ესა თუ ის მხარე ავრცელებს, ისიც თავის სასარგებლოდ, მაგრამ ამ კადრებით დაკვირვებისა და ანალიზის საფუძელზე შეიძლება ობიექტური სურათის დანახვა, მიუხედავად იმისა რომ ვიდეოებში მონტაჟის ნიშნებიც არის,"- ამბობს ალადშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მიიუხედავად იმისა, რომ რთულია განსაზღვრა რომელი მხარე სარგებლობს უპირატესობით, ირაკლი ალადაშვილის თქმით საბრძოლო მოქმედებები შეიძლება სომხეთისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, რადგან სახსრები აზერბაიჯანს უფრო მეტი აქვს ომის საწარმოებლად.

„გააჩნია ვის რა საბრძოლო ამოცანა აქვს. აზერბაიჯანის საბრძოლო ამოცანაა, რომ შეტევა განავითაროს და აიღოს ის ტერიტორიები, რომელსაც აქამდე სომხური მხარე აკონტროლებდა. ვინ როგორ წარმატებას აღწევს ეს სხვა მიმართულება, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანს სურს გაზრდა საბრძლო მოქმედებების ტემპის, რადგან რაც უფრო დროში გახანგრძლივდება ეს მოქმედებები სომხეთისთვისაც უფრო მტკივნეული იქნება, რადგან სახსრები ომის საწარმოებლად აზერბაიჯანს უფრო მეტი აქვს, ვიდრე სომხეთს,"- ამბობს ალადაშვილი.

ის სომხეთის თავდაცვის უწყებიდან გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციასაც აზერბაიჯანის მხრიდან, სომხეთში რაკეტის ჩამოგდების შესახებ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მაგალითი.

„ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში რაკეტა ჩამოაგდო ეს არის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ორივე მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ სარაკეტო საარტილერიო და საავიაციო თავდასხმების შედეგად ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა. რეალურად ეს გარდაუვალია საბრძოლო მოქმედებების დროს, ასე რომ როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიერ გახსნილ ცეცხლს სამწუხაროდ ადამიანებიც ეწირებიან,"- ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი.

ადალაშვილის თქმით, თუ რუსეთი ჩაერთვება აღნიშნულ კონფლიქტში ეს რეგიონალური დაპირსპირების საფრთხეს გაზრდის.

„სომხეთი ცდილობს - მთელ მსოფლიოს ანახოს, რომ თურქეთი ამ ომში აზერბაიჯანის მხარესაა ჩართული. პირველ რიგში უნდა, რომ ეს რუსეთმა ნახოს, რადგან თავად რუსეთის ჩართვა სურს ამ ომში. თუ კი რუსეთი ჩაერთო ამ დაპირსპირებაში, მაშინ რეგიონალური ომის ნიშნები მკაფიოდ გამოიკვეთება, რომელიც უკვე მოიცავს არა მარტო სამხრეთ არამედ კავკასიის რეგიონსაც. - ამბობს ირაკლი ალადაშვილი

ის ასევე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია დაპირისპირბეულ მხარეებს საქართველოში, მოლაპარაკებების განსახორციელებლად მიმართავს.

„ეს მცდელობა საქართველოს მხრიდან მოლაპრაკებების თაობაზე რათქმაუდნა შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან საეჭვოა, რომ განხორციელდს. ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს სამხედრო მოქმედებების შეჩერება, რადგან მას უპირატესობის მოპოვება და საკუთარი გეგმის განხორციელება სურს," - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×