თამთა ჩაჩანიძე
03.10.2020

სომხური „ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ვიდეოჩანაწერს, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადატანა ხდება. როგორც სომხური წყაროები ირწმუნებიან, ეს ყველაფერი ქართული პოლიციის ესკორტით შენიღბულად ხორციელდება, თითქოს ეს ჰუმანიტარული ტვირთია. ამავდროულად კი საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სამხედრო მოქმედებების გამო, საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა.

სომხური მედიის მიერ გავცრცელებულ ვიდეოში ასახულია ავტომობილების კოლონა, სადაც 10 სატვირთო ავტომობილი „Bayrakter" წარწერითაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ესკალაციის დაწყებისთანავე, ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით ნებართვის გაცემა დროებით შეაჩერა -ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედატორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, სომხური ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, რომელიც, მისი თქმით, იმ ძალებმა გაავრცელეს, ვისაც ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა სურთ.

„ეს ჩვეულებრივი ფეიკი და არასწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ამ ომთან დაკავშირებით არიან ძალები, რომლებსაც უნდათ საქართველო რამენაირად ამ დაპირისპირებაში ჩაითრიონ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.

„სანამ ეს დაპირისპირება იქნებოდა, საქართველო როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ტვირთებს ატარებდა. ეს მანამდე, მაგრამ როგორც კი დაპირისპირება დაიწყო, შეჩერდა, მით უმეტეს დღეს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ასე რომ, ეს მხოლოოდ ფეიკია და თუ არ ვცდები, თვითონ საქართველოში სომხეთის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს ტყუილია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

„იარაღის სახმელეთო გზით ჩუმად გატანა შეუძლებელია. თუ შეამოწმეს, იარაღს ვერ დამალავ. ესაა ფეიკი და არაერთი გაუვრცელებიათ", - განაცხადა ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×