თამთა ჩაჩანიძე
25.10.2020

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ბოლო ორ კვირაში განახევრდა და უშუალოდ არჩევნების დღეს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც საარჩევნო ყუთთან მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მინიმალური იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" საურსისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას" ხელმძღვანელმა სოსო გალუმაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 6 დღე რჩება, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი სოციოლოგიური გამოკითხვებით საკმაოდ მაღალია, ოქტომბრის შუა რიცხვებში სხვბადასხვა გამოკითხვებით, ასეთი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი 24-დან 35%-მდე მერყეობდა.

მისი აზრით, ამჯერად საქართველოში ასეთი ამომრჩეველი დაახლოებით 15%-იადა თუ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას დავეყრდნობით, უშუალოდ არჩევნების დღეს მათი ეს რაოდენობაც განახევრდება.

„არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, რასაკვირველია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა იკლებს. თუ ბოლო კვლევებს ვნახავთ, არჩევნებამდე 20 დღით ადრე, 24-30%-ის ფარგლებში მერყეობდა. ზოგადი ტენდენცია ასეთია, რომ არჩევნების დღეს ან წინა დღით მათი რიცხვი 10%-მდე ჩამოდის ხოლმე და ძალიან ცოტა რაოდენობაღა რჩება, ვინც უშუალოდ სარჩევნო ყუთთან იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას.

„საქართველოში ასეთი ტიპის კვლევები არ ყოფილა, თუ რამდენია მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც უშუალოდ საარჩევნო ყუთთან იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ მსოფლიო მასშტაბით გამოცდილებას და სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი 4-7%-ია ხოლმე.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი 15%-ის ფარგლებშია, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით იმ პროცენტული თანაფარდობით ნაწილდება, როგორიც უკვე გადაწყვეტილი ამომრჩევლის პოზიციაა.

„ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა დაახლოებით 60% ფარგლებში იქნება", - აცხადებს გალუმაშვილი.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი, რისი 60%-იც დაახლოებით 2 115 000 ამომრჩეველია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×