მარიკა ხორავა
17.11.2020

„სააკაშვილს საკმაოდ დიდი ძალა აქვს. ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რომ „სააკაშვილის გარეშე ივანიშვილს ვერ ვერევით" და მარტო სააკაშვილი ივანიშვილს ვერ ერევა.

„სააკაშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაზე" ძალიან ძალიან მაღალია. არჩევნებში პირველი ტურის შედეგები თავად ნახეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" 28% მიიღო, აბსოლუტურად უმრავლესობამ ხმა მისცა სააკაშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას". რამდენადაც ვხვდები, ჯამურად დანარჩენი ოპოზიცია ამ 28%-საც ვერ აგროვებს.

„საააკაშვილს პროცესებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, ისევე, როგორც ივანიშვილს. მნიშვნელობა არ აქვს, თავმჯდომარე ერქმევა თუ არა. როდესაც ივანიშვილის თავმჯდომარე არ იყოს, მთელი „ქართული ოცნება" მასზე ჩამოკიდებული იყო. სამწუხაროდ, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მესამე ძალის შექმნას ცდილობენ, საკმაოდ ბევრ შეცდომებს უშვებენ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ალტერნატიული მესამე ძალად.

„ცხადია, სააკაშვილს საკმაოდ დიდი ძალა აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, სააკაშვილი ქვეყნის პრემიერი გახდება. ჩვენ უნდა შევეგუოთ არა მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, არამედ იმასაც, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ივანიშვილის დამარცხება ნიშნავს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლას", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×