
პარლამენტის შეკრებამდე 2 დღით ადრე „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიამ „ტაბუს ახსნის“ დღე გამოაცხადა და არნახული შეტევა მიიტანა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას ფასილიტატორებზე. მან შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი პირდაპირ „ტყვეებით ვაჭრობაში“ დაადანაშაულა.
გუშინ საღამოს ოპოზიციის მონაწილეობით გამართული თოქ-შოუ არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქვეყნის სტრატებიული პარტნიორების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებზე თავხედური იერიშისათვის გამოიყება. მან გადაცემის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკება მკვეთრად უარყოფითად შეაფასა და როტორიკული კითხვა დასვა, თუ რა აზრი ჰქონდა იმ ადამიანების ფასილიტაციით ჩატარებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც პარლამეტში შესვლის გარდა ვერანაირ სხვა გზას ვერ ხედავენ. „დავიღალეთ ამ გაუგებარი, შენიღბული, ფარული სიარულებით“, - განაცხადა გაღიზიანებულმა გვარამიამ.
დისკუსიის ტონი თავიდანვე მთავარი ოპოზიციური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიკა მელიამ მისცა.
„ძალიან მადლობლები ვართ, რასაც აკეთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავიაზროთ, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის ჩვენი.
„ძვირფასი ელჩი, რომელიც ცდილობს, რომ მხარში დაუდგეს ამ პროცესს და პარლამეტში შესვლას მთხოვს და ეს შესვლა არის დანაშაულებრივი ნაბიჯი, მე მაქვს უფლება ამ მოსაზრებას არ დავეთანხმო და თუნდაც გავაკრიტიკო მისი მოსაზრება. ელჩებზე თავდასხმასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა,“ - განაცხადა მან.
„სანამ პოლიტიკური კლასი ამ კომპლექსსაც არ მოვიშორებთ, რახან ჩვენი ძვირფასი სტრატეგიული სახელწიფოს ელჩი საქართველოში რაიმეს იტყვის, რაც არ უნდა იყოს, უნდა დავეთანხმოთ?“ - არ ცხრებოდა მელია, „ანუ კრიტიკა არ შეიძლება? მეც აქტორი ვარ, მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესში აქტორია და აქტორია ქალბატონი დეგნანიც... როცა ჩემი რამოდენიმე კოლეგა გამოდის - თავდასხმა მიუღებელიაო, ესეც კომპლექსია, გასავლელი გვაქვს“.
თავის ყოფილ თანაპარტიელს დიდი ენთუზიაზმით მხარი აუბა მასპინძელმა.
„ამას ჰქვია პოსტკოლონიური კომპლექსი, სინდრომი, რაც საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ“, - პირდაპირ დიაგნოზი დასვა გვარამიამ.
„სასაცილოა და სამარცხვინოა დღეს, რომ ადამიანს ეგონოს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დიპლომატია პოლიტიკაში არის გადამყვეტი. ეს არის სამარცხვინო! დიპლომატია არის მეცხრამეტე საუკუნის პროდუქტი და მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. საჯარო პოლიტიკა და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი აშშ-დამ დაწყებული უმცირეს ევროპული დემოკრატიით დამთავრებული“, - განაცხადა მან.
ამის მერე მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი პირდაპირ ელჩების კრიტიკაზე გადავიდა:
„ის რომ დიდი ძმის აღთქმა გქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, ეს უკვე შეურაცხმყოფელია იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ. არასდროს არავინ არაა მართალი, არც ამერიკის ელჩი, არც ამერიკის პრეზიდენტი. დიდი ბოდიში, სადაც ტრამპი იყო პრეზიდენტი და მას ტვიტებს უბლოკავს ამერიკული სოციალური ქსელი „ტვიტერი“, დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამის კრიტიკა არ შეიძლებაო, დავცინებ დიდი დაცინვით. და უკაცრავად, არგუმენტი რომ ელჩი ასეთია და ასე ფიქრობსო, ეს ელჩის საწინააღმდეგო არგუმენტია და არა ტქვენი პოზიციის“.
ეშხში შესული გვარამია ევროპასაც გადასწვდა და ელჩების ანტიქართული პოზიცია ამხილა:
„ევროპას და ამერიკას ურტყამს ელჩების და სასამართლოების ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები. არ შეიძლება არც ელჩის, არც არავის ფეტიშიზაცია, გარდა ქართველი ხალხისა, რომელიც არის ხელისუფლების წყარო.
„ზუსტად ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოსათვის და მათ შორის შედეგებისთვის, ახლაც იმიტომ იბრძვიან, რომ მათ შორის მათი უმოქმედობა არის ამ ყველაფრის წინაწირობა“.
ამ გრძელი ანტიდასავლური პასაჟის შემდეგ გვარამია დაუკრეფავში გადავიდა და კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი „ტყვეებით ვაჭრობაში“ დაადანაშაულა:
„ის რაც ახლა ხდება ელჩების მეთვალყურეობით, ამას ტყვეებით ვაჭრობა ჰქვია და ტყვეებით ვაჭრობაზე დასწრებაც კი არ შეიძლება“.
მისი აგრესია სახელმწეფო მდივნის მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულმა ბრიფინგის ტექსტმაც გამოიწვია. მასში ერთ-ერთ მონაწილე პერსონად მან კელი დეგნანი ამოიცნო და იგი საქართველოს „ბანანის რესპუბლიკად“ მიჩნევაში დაადანაშაულა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გვარამიას დასავლეთისადმი აგრესია წარმოადგენდა რუსეთია პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ანტიდასავლური კლიშეების გამეორებას. აშკარაა, რომ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი არამარტო იზიარებს ამ ფსევდოთეზისებს, არამედ ინოვაციურად მიუდგა საკითხს და ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე კიდევ უფრო განავცო ისინი.
ამ „პერფომანსს“, რომელის ოპოზიციის ლიდერების თანდასწრებით გაიმართა, მხოლოდ რამოდენიმე ოპოზიციონერმა არ დაუჭირა მხარი, მათ შორის ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩიდან“ და „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. სხვა „პროდასავლური“ ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ, ნატა ჩხეიძემ, გიორგი გუგავა, თაკო ჩარკვიანმა, ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, დავით ჭიჭინაძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა ან მხარი აუბეს თოქ-შოუს მასპინძელს, ან არჩიეს არ შეემჩნიათ გვარამიას მწყობრი ანტიდასავლური რიტორიკა.