“სამყარო ისეთი გლობალური აღარ იქნება - გარკვეული შეზღუდვები შემოვა”
თამთა ჩაჩანიძე
09.12.2020

პანდემია უკვე ათი თვეა, რაც კაცობრიობას უტევს და ადამიანების ყოველდღიურობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა - შეუცვალა გეგმები, შეუზღუდა ბევრი ის თავისუფლება, რომელიც მანამდე გააჩნდა, დღეს ყველა ადამიანის ინტერესის საგანი გახდა თუ როგორ შეიცვლება პანდემიის შემდეგ ადამიანის ფსიქოლოგია და დაუბრუნდება თუ არა სამყარო პანდემიამდელ ცხოვრებას, აღნიშნულ საკითხებზე „რეზონანსთან" სპეციალისტება ისაუბრეს.

გახდება თუ არა აუცილებელი გადაადგილებისთვის საბუთი აცრასთან დაკავშირებით

აღნიშნულზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მსოფლიო დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უკვე წამოჭრა.

„ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჯერ მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ წამოაყენა, ეს ჯერჯერობით აქტუალური თემა არაა, მერე რა იქნება, არ ვიცი.

„მთავარია, ის აცრები რაც დაიწყო, დადებითი შედეგი აჩვენოს, ყველა დიდ ქვეყანას თავიანთი ვაქცინა აქვთ და აქედან გამომდინარე ერთიანი პასპორტი იქნება თუ სხვადასხვა პასორტი, თუ ამის წარმოჩენა როგორ მოხდება, ჯერ არავინ იცის.

„ეს ჩინეთის ხელმძღვანელობამ წამოწიაზოგადი კონტექსტიდან გამომდიონარე, რომელიც ჯერჯერობით აქტუალური არაა, ჯერჯერობით ბევრ ქვეყანაში ამაზე არც უფიქრიათ.

„პანდემიამ ადამიანების გადაადგილების თვაისუფლება იმ დროს შეზღუდა, როცა სრული ლოქდაუნები დაიწყო, კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება და ბევრი ის თავისუფლება, რომელიც მანამდე გვქონდა, რა თქმა უნდა შეცვალა, მაგალითად, პანდემიის სტადიების დროს ვარშავაში რომ ჩავედი, თვითმფრინავი გავესებული იყო და პოლონეთში მხოლოდ სამი ადამიანი შეგვიშვეს.

„სანამ აცრები არ იქნება, მანამდე მსოფლიოში ასე იქნება, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს მსოფლიო, მაგრამ მემგონი ისეთი გლობალიზებული როგორიც იყო, ისე აღარ იქნება. ალბათ გარკვეული შეზღუდვები კვლავ შემოვა. აცრები კი შეამცირებს პანდემიას, მაგრამ მუტაციური ციკლი როგორი იქნება, არვიცი," - განაცხადა მაისაიამ.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ფსიქოლოგია და ქცევის წესები პანდემიის შემდეგ

აღნიშნულ საკითხზე ფსიქოთერაპევტი გივი მერაბიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქოლოგია და ქცევის წესები პანდემიის შემდეგ რადიკალურად არ შეიცვლება, რადგან თუ ადამიანის ფსიქიკა მდგრადია, გარკვეული ხნის შემდეგ სიტუაცია კვლავ გამოსწორდება.

„ძალიან არა მგონია რომ შეიცვალოს, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში ხდება ხოლმე, პანდემიის დასაწყისში შეიძლება, რომ ადამიანი დასტრესილი იყოს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ თუ სიტუაცია გამოსწორდება, ადამიანიც ნორმალურ ფარგლებში გადაერთვება ხოლმე.

„პანდემიის პერიოდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყურადღება განსაკუთრებით გერმანელებმა გაამახვილეს, თუ ადამიანს ფსიქიკური მდგრადობა უფრო მაღალი აქვს, ის ახლა ნაკლებად ავადდება იმიტომ, რომ მას ფსიქიკური იმუნიტეტი აქვს, რომელიც ფიზიკურ და ბილოგიურ იმუნიტეტზე შესაძლოა უფრო ძლიერიც კი იყოს და თუ ასეთი ადამიანი დაავადდა, მერე შედარებით ადვილად გადაიტანს ხოლმე.

„რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები მომავალშიც ყველაფერს ადვილად გადაიტანენ და ნორმალურ კალაპოტს დაუიბრუნდებიან. მე ფსიქოთერაპევტი ვარ და ახლა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციების მოსურნე ხალხი უფრო გახშირდა, იმიტომ რომ რეალურად მართლაც სტრესული სიტუაციები იქმნება, ფქისოთერაპიული ზემოქმედების შემთხვევაში კი ხალხს სტრესული მდგომარეობა ბევრად უფრო ადვილად გადააქვთ ხოლმე.

„ამაზე იტალიელებმაც, ფრანგებმაც და გერმანელებმაც დაწერეს, რომ სტრესები ადამიანებზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და ამას ყურადღება უფრო მეტად გერმანელებმა მიაქციეს. ბევრს კორონავირუსი არც კი ჰქონდა და იმდენად დასტრესილი დე შეშინებული იყო. რომ გარდაიცვალა, მერე გაკვეთებმა აჩვენა, რომ კორონაც არ იყო, ამდენად ამ დროს ფსიქიკური მზაობაა ძალიან მნიშვნელოვანი," -განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×