თამთა ჩაჩანიძე
10.12.2020

„პარტრიოტთა ალიანსი არჩევნების დღის შემდეგ იძახის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამიტომ ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. არც ხვალ ვაპირებთ პარლამენტის სხდომაზე მისვლას. შესაბამის პროცედურებსაც გავივლით, რასაც სიის ჩახსნა ჰქვია, მანდატებზე უარის თქმის მიმართვა და ა.შ." - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე აცხადებს.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.

„ოპოზიციურ სპექტრს მსგავსი ქმედებები ესაა ხელისუფლების არჩევანი და არა ჩვენი, ეს გზა „ოცნებამ" არჩია. რაც შეეხება იმას, პერფორმანსები და მანიფესტაციები გვექნება თუ არა, ეს ამ პირობებში არ გვექნება.

„ჩვენ მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, რომ ამ პარლამენტში არ შევდივართ, დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, როგორც დღემდე ვმოქმედებდით,

„ჩვენ სიების ჩახსნა ოპოზიციური სპექტრის ყველა დეპუტატობის კანდიდატს შევთავაზეთ, რომ განცხადება დაეწერათ და ოპოზიციურმა სპექტრმა ეს ვერ გააკეთა. ჩვენ გავაკეთეთ და ინიციატივითაც გამოვედით, ამის შემდეგ ახლა დარჩენილია ის გზა, რომ სია პასიური გახდეს და შემდეგ ჩაიხსნას. სია რომ პასიური გახდეს, ამისათვის საჭიროა, რომ პარლამენტმა თავის უფლებამოსილება სცნოს და სია პასიური შემდეგ ხდება. როგორც კი სია პასიური გახდება, ჩვენ უკვე დავიწყებთ იმ პროცედურებს, რასაც სიის ჩახსნა ჰქვია", - განაცხადა თევდორაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×