ქრისტინე კაპანაძე
16.01.2021

„ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკულმა განცხადებამ პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, ვანო მერაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ამ კრიტიკის მიზეზები უცნობია, თუმცა მელიას შეფასებებს არ ეთანხმება. „რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია „ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებისაგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

ნიკა მელია თავის განცხადებაში ამბობს, რომ ის ვანო მერაბიშვილზე კარგს ვერაფერს იტყვის და საუბარი რომ დაიწყოს შეიძლება ჭერიც ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს.

„განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ ქვეყანაშიც. არ მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ნიკა მელიას არ ეთანხმება.

„მე პატივს ვცემ ნიკა მელიას და ის ჩემი მეგობარია, ბატონ ვანოს კი უფრო შორიდან ვიცნობ, თუმცა ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ნიკას ვერ დავეთანხმები. მე არ ვიცი რაში სდებს ბრალს ის მერაბიშვილის. შსს-ს მინისტრობის დროს შეიძლება გადაცდომა ჰქონდა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ამიტომ მელიამ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულად რაში სდებს ბრალს, რადგან სხვა მხრივ ისიც ვიცით, რომ მერაბიშვილი როდესაც გამოვიდა ციხიდან, მან განაცხადა, რომ უარს აცხადებს თანამდებობებზე. თუმცა ისიც თქვა, რომ გული წყდებოდა არსებულ პრობლემებზე „ნაცმოძრაობოსა" და „ევროპულ საქართველოს" შორის, როდესაც „ევროპული საქართველო" „ნაცმოძრაობას" გამოეყო და მე ვფიქრობ, რომ მან მოქალაქეობრივი პოზიცია გამოიჩინ. მელიამ უნდა დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუმცა ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს," - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×