ია აბულაშვილი
02.02.2021

მმართველი პარტია ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმას ორი არგუმენტით ამყარებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლოების 2/3 საპარალამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვის მომხრეა, მეორე არგუმენტი კი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოწოდებაა.

როგორც „რეზონანსთან“ პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ხელისუფლება ეძებს საბაბს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი არ გაფორმდეს და ამისთვის იყენებს როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

რაც შეეხება იმას, დარჩა თუ არა მოლპარკების რესურის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, პოლიტოლოგის აზრით, ჯერ-ჯერობით მხარეებს შორის შეხების წერტილები არ ჩანს და მიდის ნერვების ომი.

„ხელისუფლება ეძებს საბაბს. თითქოს ანგარიშს უწევს საქართველოს პრეზიდენტის და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მაგრმ ეს გადაწყვეტილება „ოცნებამ“ სათავისოდ მიიღო. „ოცნება“ ცდილობს არ გაფორმდეს  ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი, ასევე მოიპოვოს მისდამი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების კეთილგანწყობა.

„ვფიქრობ, ოპოზიციის გეგმებში არაფერი შეიცვლება. ანუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეხების  წერტილები არ  ჩანს, არცერით არ მიდის კომპრომისზე და მიდის ნერვების ომი. იმ შემთხვევაში, თუ  მათ შორის მოლაპარკებები გაიმათება, მცირე შეხების წერტილი შეიძლება გაჩნდეს და ეს იქნება შეთანხმება 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე  პროპორციული წესითა და ელექტორნული სისტემით, იმ პირობით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში“, - განაცხადა „რეზონანასთან“ ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×