თამთა ჩაჩანიძე
04.02.2021

იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. ამასთან დაკავშირებით კი მთავრობამ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ, ხოლო 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ფუნქციონირებას ღია სივრცეში განაახლებენ თუმცა შეზღუდვები შაბათ-კვირას მაინც შენარჩუნდება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვაც უნდა გამკაცრდეს.

„შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება იქნება 15 თებერვლის შემდგომ. ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება 1 კვირის თავზე. შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი.ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, ბიზნესის, კონკრეტული მოქალაქეების, ყველა სახის ორგანიზაციის.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზე უნდა ვიზრუნოთ", - აცხადებს გახარია

დასძენს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სანქციები გაორმაგდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანიზაციამ რეგულაციები მიზანმიმართულად დაარღვია, სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ, რომელიც ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით იყო გათვალისწინებული.

„დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებით და მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩენი მოქალაქეის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა.",- განაცხადა გახარიამ.

ბაზრობები ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ. ხოლო კვების ობიექტები და რესტორნები 15 თებერვლიდან ფუნქციონირებას ღია სივრცეში განაახლებენ.

პრემიერი ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×