თამთა ჩაჩანიძე
05.02.2021

„ნაცმოძრაობას" არ სურს, რომ ოპოზიციურ ველზე ნორმალური კონკურენტი ჰყავდეს, ამიტომ მათ სარარჩევნო რეფორმა ხელს არ აძლევს, რადგან ის სწორედ პატარა პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის მიერ საარჩევნო რეფორმის პროცესის ბოიკოტირების კომენტირებისას.

ამას გარდა, მისი თქმით, „ნაცოპოზიციის" და მის ჩრდილქვეშ მყოფი პარტიების არმონაწილეობის მიზეზი ისაა, რომ ისინი ხვდებიან, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან, ამიტომ დესტრუქცია და რევოლუციური სცენარები ურჩევნიათ.

„მე ძალიან მენიშნა, გიორგი ვაშაძეს („სტრატეგია აღმაშენებელი") ერთ-ერთ ტელეარხზე ასეთი ფრაზა წამოცდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები სრულადაც რომ დაკმაყოფილდეს, ისინი პარლამენტში მაინც არ შევლენ. ეს წამოცდენა ძალიან კარგი მხილებაა იმისა, როგორი დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი ჰყავს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის" თამადობით.

„ჰიპოტეტურად ვთქვათ, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი შემდეგს მოითხოვენ, ივანიშვილმა საქართველო დატოვოს, ან გაუქმდეს დენდროლოგიური პარკი და ა.შ., ამიტომ ამ პარტიებს სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ არ განვიხილავ და ველოდები თუ პოლიტიკური ველიდან როდის გაქრებიან.

„მათ მხოლოდ რევოლუციური სცენარი აწყობთ, მეტი არაფერი, იმიტომ, რომ სხვანაირად ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ვერც კოალიციურად და ვერც ერთპიროვნულად, მათი მიზანი რევოლუცია, დესტრუქცია, ქვეყნის ჩამოშლა და დანგრევაა, მეტი სხვა მიზანი მათ დაამტკიცეს, რომ არ აქვთ.

„ნაცმოძრაობას" არ სურს, რომ ოპოზიციურ ველზე ნორმალური კონკურენტი ჰყავდეს, ისინი ამით პატარ-პატარა პოლიტიკურ პარტიებს აზიანებენ, რომლებსაც გამსხვილება, გაზრდა და პოლიტიკაში უფრო მეტი გავლენის მოხდენა უნდათ, თორემ პატარა პარტიების ინტერესშია ეს საარჩევნო რეფორმა, რათა პარლამენტში თუ საკრებულოში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, ისინი მმართველ პარტიას კი არა ოპოზიციურ ველზე უფრო თავიანთ კონკურენტებს ებრძვიან," - განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×