ქრისტინე კაპანაძე
28.02.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანიაცხადებს, რომ ოპოზიციის აქციები ძალიან ცუდად ტარდება და ახალგაზრდებს მიკროფონებს არ აძლევენ. რამდენად მწვავეა ეს ახალი შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

„ახალგაზრდებს მიკროოფნებს არ აძლევენ, აქციები საკმაოდ რთულად მიმდინარეობას. სწორედ ახლაა ცვლილებების დრო. ხალხს ისე არ უნდა ექცეოდე, როგორც „ქართული ოცნება" ექცევა.

„მე ვარ ოპოზიციათან ერთად ბრძოლაში და ჩვენს მოთხოვნებს ბოლომდე მივიყვანთ. არ დავუშვებთ უსამართლობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ დასავლური ვექტორი კიდევ უფრო გამოვკვეთოთ,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის" ეთერში.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიგებში ისეთი ფიგურების ყოფნა, როგორიც, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი და ნინო ბურჯანაძეა, ოპოზიციასვე აზიანებს.

„აქციები შეიძლება გაგრძელდეს, მათ შორის უფრო მწვავე სცენარითაც, თუ ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნება" შეიცვალოს. ასევე ვხედავთ, რომ დასავლეთის მხრიდან „ოცნებაზე" ზეწოლა იზრდება, რაც ხელისუფლებას საბოლოო ჯამში აიძულებს გარკვეულ დათმობებზე წასვლას, მაგრამ „ოცნება" თუ წავიდა, მე ვფიქრობ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზეც.

„მმართველი ხელუსუფლების წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში უნდა მოვიდეს დემოკრატიული ძალა. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია გვერდზე იყენებს ჩარკვიანს და ბურჯანაძეს, რომელიც პუტინთან დადიოდა სტუმრად, ჩემთვის მიუღებელია.

„ამიტომ უფრო შორი პერსპექტივით უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი აქციებიდან გამოდმინარე შესაძლებელია შეიქმნას ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა. ოპოზიციაში კი არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ღელავენ ქვეყნის ბედზე და ბევრია ისეთიც, რომელიც ალალი არ არის და მე ერთ დღეს აუცილებლად ვიტყვი მათ სახელებს.

„ვფიქრობ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ასლან აბაშიძის რეჟიმს, ებძროდნენ და ებრძვიან კომუნიტრურ რეჟიმს, ამხელდნენ შევარდნაძის სისტემას, ახლა კი „ოცნებას". ვფიქრობ „ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნას იმსახურებენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

მან ჩარკვიანის განცხადებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას ბოდიში აქვს მოსახდელი.

„თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებითაც გავაკეთებ კომენტარს. 2012 წლამდე ჩვენ გვახსოვს, რომ ჩარკვიანი გამოდიოდა განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, კერძოდ კი ის ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ჯოხებით აუპატიურებდნენ ხალხს. ახლა კი ჩარკვიანი ანერვიულდა „ქართული ოცნების" არასწორ, კორუფციულ პოლიტიკაზე.

„მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომელსაც აქამდე არ ვამჟღავნდებდი. ვფიქრობ ჩარკვიანმა პირველ რიგში ბოდიში უნდა მოიხადოს იმისათვის, რომ თავის დროზე „ოცნებას" უწევდა პროპაგანდას და არა მარტო მან, არამედ კიდევ ბევრმა პოლიტოლოგმა, პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა, მსახიობმა და ა.შ

„სამწუხაროა, რომ ჩარკვიანი, გია ხუხაშვილის, ალეკო ელისაშვილის, რატი ამაღლობელისნაირი ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების" ქომაგები იყვნენ, ახლა დემოკრატიაზე გვესაუბრებიან.

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ დღეს თუნდაც თაკო ჩარკვიანი გვევლინება ლიდერად, რადგან სხვებს ვფიქრობ უფრო მეტი სათქმელი აქვთ. მათ, ვინც არც თავის დროზე დაუჭირა და არც ახლა უჭერს მხარს „ოცნების" კომუნისტურ პარტიას," - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×