
ორშაბათს საღამოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა იმედისმომცემი შეხვედრის შემდეგ, რომელმაც პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის შესაძლებლობა გააჩინა, სამშაბათს დილიდან ვითარება პარლამენტთან ისევ დაიძაბა. ხელისუფლება ოპოზიციას დესტრუქციულ მოქმედებაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ორშაბათის შეთანხმება მათ აქციების შეწყვეტას არ ავალდებულებს.
სამშაბათს დილიდან პარლამენტთან არეულობა და ხმაური იყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის პიკეტირება სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება და რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა. ამის გამო პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიცია დესქტრუქციულ ქმედებებსა და არათანმიმდევრულობაშ დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს მათ. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოა და უფრო მეტიც, ეს ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც გუშინ დავიწყეთ და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ზეწოლა და დააკამყოფილოს ოპოზიციის ყველა პირობა. ამიტომ აქციები უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება.
„ჩვენი აქციები არის ძალიან სწორი, რადგან ხელისუფლებამ იგძნოს ზეწოლა. ჩვენ აქციების გამო არავითარი შენიშნვა არ დაგვიმსახურებია დასავლეთისგან. ხელისუფლებას ესმის ზეწოლის ენა, ამიტომ ეს ზეწოლა რომ არ იყოს, მათი მხრიდან რაიმე სახის დათმობის მოლოდინიც აღარ იქნებოდა. ისინი ხედავენ ხალხს, ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ სამართალი აღსრულდეს ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი აქციები არის შედეგების მომტანი.
„პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისულფება ჩვენს შეთავაზებულ წინადადებას ბოლომდე არ დაამკაყოფილებს. პირველ რიგში კი მათ უნდა გაათავისუფლონ გიორგი რურუა და ნიკა მელია.
„მე ვფიქრობ ხელისუფლება არის ჩაფიქრებული და ემზადება უკან დახევისთვის. ასე თუ არ მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და არ არის გამორიცხული, მალე საქართველოს სანქციებიც დაეკისროს იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც „ოცნება" ატარებს ქვეყანაში.
„როგორც კი ივანიშვილი იგრძნობს პერსონალურ საფრთხეს, მაშინ ვნახავთ „ოცნების" უკან დახევას. ჩვენ ვაპირებთ უახლოესი ერთი თვე აქტიურად განვგაძოთ აქციები, რადგან ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.
„ამას ხედავს დასავლეთიც, ამიტომ მათ არავითარი პრობლემა არ აქვთ ჩვენს აქციებთან დაკავშრებით და რომ იცოდეთ, ხელისულფებას დღევანდელი პიკეტირების უფრო ეშინია, ვიდრე მასობრივი აქციების, რადგან აქ თითოეულ დეპუტატს უწევს სირცხვილის კორიდორის გავლა. მათ უყურებენ ნათესავები, ოჯახის წევრები და ეს მათ ღირსებას უფრო ეხება, ვიდრე ქუჩაში მყოფი 1000 კაცი.
გოცირიძემ ჩვენთან საუბარში, გუშინდელ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, სადაც ევროკავშირის შუამავლობით 6 პუნქტიანი გეგმა შედგა.
ევროკავშირის შუამავლობით და მათი შემოთავაზებით შედგა 6 პუნქტიანი გეგმა, როდესაც ხელისუფლება ამბობდა, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მოვრჩით საუბარს და ა.შ ახლა ძალიან თვინიერად შეხვდა ამ მოვლენას და ერთ-ერთ პუნქტად სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხია ჩანუშნული.
„ჩვენს 6-პუნქტიან გეგმაში რომ იყოს მე-7 პუნქტი, სადაც ეწერება, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეწყდეს აქციები ან მსგავსი რამ, ოპოზიცია შეწყვეტდა საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ არავის არ მოსვლია თავში აზრად, რომ ეს აქციები მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა," - ამბობს რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას.