
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერით ლიდერი გოგი წულაია პარტიიდან წასლის მიზეზად პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი თავისუფლების სურვილს ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებს.
„ამ პარტიის თანადამფუძნებელი ვარ და მთელი ცხოვრება ოპოზიციაში ვიყავი. მე და კახას ყველა მძიმე ბრძოლა ერთად გვაქვს გადატანილი და დღესაც მეგობერები ვართ. მაგრამ მე ჩავთავალე, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა და თვითრეალიზებისთვის დამოუკიდებლად მოქმედება მჭირდება. მაგალითდ, „ნამახვარჰესზე“ რატომ არ უნდა მქონდეს ჩემი პირადი პოზიცია?! დღეს სოციალური თემების წამოწევა წინა პლანზე და გაპროტეტსტება, ჩემი აზრით, ყველზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო აქტივობით ამ პრობლემების მოგვარებით უფრო მეტ სარგებელეს მოვუტან ჩემს ქვეყანას.
„ჯერ-ჯერობთი ვრჩები სამოქალაქო აქტივისტად. არ ვაპირებ არცერთ პარტიაში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ნიკა მელიას დაკავებამდე არ ჰქონდა მყარი პოზიციები, მაგრამ უცებ ხელისუფლებამ ეს ამბავი გამოაცხო და ოპოზციამ პოზიციები გაიმყარა.
„ახლა ხელისუფლება ისეთ სკანდალში გაეხვა - ხელმწიფის შვილი როგორ უკვეთავს პრემიერს ხალხის დასჯას, რომ ამ სკანდალს „ოცნება“ ვეღარ გადაურჩება. სამწუხარო კი ისაა, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, სანამ რამეს არ გამოუქვეყნებენ, არ მიდის, ეს კი ტრდადიციად იქცა. სწორედ ახლა იწყება გადამწყვეტი ბრძოლა. ეს ქვეყანა ან დაინგრევა ან აშენდება. მასთან ერთად მეც ან დავინგრევი ან ავშენდები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გოგი წულაიამ.