თამთა ჩაჩანიძე
12.03.2021

ანალაიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ექს-პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინაში დაკავებული ამჟამინდელი თანამდებობა დაკარგოს და ამიტომ ახლა ცდილობს, „საქათველოზე გადოემრთოს".

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ არ აპირებს, რომ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოიფარგლოს, რაზედაც აბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები სააკაშვილის მხრიდან არახალია, თუმცა მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკურ შიდა პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს.

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, არ აქვს უფლება, რომ საქართველოს პოლიტიკურ შიდა პროცესებში ჩაერიოს, სამწუხაროდ ამას სააკაშვილი უკვე წლებია აკეთებს. ხან ჩამოდის, ხან მოფრინავს, ხან მოცურავს, მაგრამ მისი პოლიტაქტიურობა მხოლოდ ვირტუალური ტელეაქტივობით შემოიფარგლება. თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ესა თუ ის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ. ეს უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

„თუმცაღა ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში სააკაშვილს და მის გარემოცვას სერიოზული პრობლემები შეექმნა, მაგალითად უკრაინის რკინიგზის საკითხი, სადაც ეზუგბაიას და სხვა მის მიერ დანიშნულებს კორუფციული სქემების რეალიზებას აბრალებენ. არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილი რეფორმების აღმასკომის თავმჯდომარეობას დაემშვიდობოს, მას სხვა არა დარჩება თუ არა საქართველოზე გადმოერთოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საერთაშორისო ნეიტრალური ავტორიტეტული მოთამაშე თანხმდება იმაზე, რომ საქართველოშიო თავისუფალი დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები იყო, სატელიტი მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის შეძახილებს დასავლეთის თვალში უკვე არანაირი ფასი არ აქვს.

„დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველო კონტრუქციულ ვითარებაში უნდა განვითარდეს, მაგრამ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას" ეს არ სურს, თუმცაღა ისინი საბოლოოდ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ როდესაც დესტრუქციული ქმედებებით დასავლეთის წინააღმდეგ მიდიხარ, ყოველთვის წამგებანი იქნება, რადგან დემოკტარიული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა, მსოფლიოში ჯერ არავის არ შერჩენია.

„ის დიდი დამაბრკოლებელია პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობისთვის" და მისი სატელიტი პარტიებისთის, თუ ამ სატელიტ პარტიებს პოლიტიკური ალღო და შორსმხედველობა გააჩნიათ, მათ რადიკალური „ნაცმოძრაობისგან" და უწინარესად სააკაშვილისგან დისტანცირება უნდა მოახდინონ და დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ, რათა ასე თუ ისე ალტერნატიული კონსტრუქციული პოლიტიკური ოპოზიციური ველი შექმნან," - განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×