ია აბულაშვილი
12.03.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გევენტაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს მედიატორობით დაწყებული დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში ოპოზიციონერები ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას.

ევროპული საბჭოს პრეზიდნტის შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეუხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას", რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოების ისე პარტნიორების წინაშე ყველაფერს გააკეთებს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. მისი თქმით, დროა პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.

„150-200 პოლიტიკურ ვიგინდარას ქვეყანას არავინ დაანგრევინებს, არც ქართული საზოგადოება და არ ჩვენი პარტნიორები. ესენი არიან ნეოტროცკისტები, რომლებიც ყველაზე დიდი ნეოტროცკისტის, მიშა სააკაშვილის გავლენის ქვეშ არიან. მაგრამ როგორც „ნაცმოძარობა", ისე მიშა სააკაშვილი პოლიტიკურ სანაგვისკენ მიექანება, მიშას მოწოდებები კი განწირულის ყვირილია.

ამ ხალხს არავის მოწოდების არ ესმოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, 3008 უბნიდან ერთი კაცი ვერ მოძებნეს თავისივე წრიდან, რომელიც იტყოდა ოქმები გაყალბებულიაო. მელია ხომ საერთოდ აღარ ახსოვთ, გამოიყენეს და გადააგდეს. მოკლედ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, არადა სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ...

მალე ნახავთ შალიკოს ფანჩატურის ოპოზიცია ერთმანეთს როგორ დაასწრებს პარლამენტში შესვლას; შალიკო კი უცხოელ სტუმარს გალანძღავს და შეიძლება უთხრას ივანიშვილის მოსყიდული ხარო; ასე დასრულდება ოპოზიციის 4 თვიანი ყია-მყრალობა," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×