ელზა პაპოშვილი
03.05.2021

მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - ხურვალეთში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში და პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა. 

ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ისინი ე.წ. საზღვრამდე ჯერ რუსმა სამხედროებმა მოიყვანეს, შემდეგ კი საქართველოს კონტორლირებად ტეროტორიაზე 4 პირი, სავარაუდოდ,  შეიარაღებულები თავად გადმოვიდნენ. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და პოლიციას  სასაფლაოზე შესვლას სთხოვდნენ. საუბრობდნენ, როგორც ქართულად, ასევე ოსურად. რუსი სამხედროები არ იყვნენ, რადგანაც ქართულად გამართულად ლაპარაკობდნენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ ინციდენტში ჩართული სამოქალაქო პირები იყვნენ. ასევე, სუსში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთიათ. 

საოკუპაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციის შემდეგ ხურვალეთის მოსახლეობა შიშობს, რომ საფლავზე გასვლის დროს, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნას. ადგილობრივების ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამოქალაქო პირებმა საოკუპაციო ხაზი გუშინ რამდენჯერმე გადმოკვეთეს. ისინი ადგილზე მისულ პოლიციასაც სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  

“სადღაც, ასე, ოთხი ადამიანი  იქნებოდა. ქვემოთ, ჩვენს სასაფლაოზე აპირებდნენ შემოსვლას. უფრო ქვემოთ შეიძლება ჩამოსულიყვნენ, რადგან აშკარად ლაპარაკობდნენ ქართულ-ოსურად და რუსები არ იყვნენ. 

“თანაც, ადგილები კარგად იცოდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ საიდან უნდა გადმოსულიყვნენ. ზოგი  ამბობს იარაღი ჰქონდათო, ზოგი ამბობს - არაო. ვერ გავიგეთ ვინ იყვნენ. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, ნასვამ მდგომარეობაში. 

“ხალხსაც დაუპირისპირდნენ, იგინებოდნენ, ხან ქართულად და ხანაც ოსურად. ქართულს კარგად ფლობდნენ, ვერ გავიგეთ რეალურად რა უნდოდათ და რას ეძებდნენ. მერე პოლიცია მოვიდა და იმათმა უკან გააბრუნეს. მათაც  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო ტანსაცმელში  იყვნენ ჩაცმულები, მაგრამ ვინ იყვნენ, ვერ დავადგინეთ,"- განაცხადა ხურვალეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა „რეზონანსთან“. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით კი  გადმოსულებს მხარს რუსული საოკუპაციო ძალები უჭერდნენ და ისინი რუსული სამხედრო მანქანით გადაადგილდებოდნენ. 

"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ე.წ. ტაბლეტკით, რუსული სამხედრო მანქანით, მოვიდნენ ზედა სასაფლაოზე, გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი და ცდილობდნენ შეექმნათ კონფლიქტი. 

“მათ მხარს უჭერდა რუსული საოკუპაციო ძალები, შესაძლებელია, ინსტრუქცია მიიღეს ან არ ვიცი, მაგრამ ასეთი შემოსვლა და საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა რამდენჯერმე განმეორდა. ფაქტია, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ და ეჭვის გაცნდაა, რომ ვიღაცისგან დავალებებს იღებდნენ"- განაცხადა ქაცარავამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )