თამთა ჩაჩანიძე
11.06.2021

მინდია დავითაძე სამსახური კრახის პირას მიიყვანა თავისი არაკომპეტენტურობით და ნეპოტიზმით და სავარაუდოდ, ამის გამო მოხსნეს, - აცხადებს „საქპატენტის“ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კასრაძე. მისი მტკიცებით, დავითაძე რამდენიმე თვეა თავის უფლებამოსილებას მის წინააღმდეგ უკანონოდ იყენებდა. 

 ირაკლი კასრაძე ყოფილ უფროსს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მისგან „მთავარი არხის“ რეგისტრაციის გაჭიანურებას ითხოვდა. მან პროკურატურას  უკვე მიმართა, სახალხო დამცველმა კი კასრაძის შრომის უფლებების უკანონო შეზღუდვა დაადგინა.

მინდია დავითაძის მტკიცების საპასუხოდ, რომ იგი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი კასრაძე აცხადებს რომ „დავითაძე ამ თანამდებობაზე თავიდანვე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა. მას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა . ჩვენ სამსახურში ის პირადად ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით დაინიშნა“.

 „ნახევრად სამეცნიერო დაწესებულებაა „საქპატენტი“ და აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, პატარა ბიჭი, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს აქვს ინტელექტუალურ საკუთრებასთან. ამის შემდეგ მან დაიწყო თავისი წესრიგის დამყარება, მოიყვანა 30 ახლობელი და ნათესავი, დეპარტამენტები გაზარდა, ატარებდა უაზრო ტენდერებს. რაზე დაიწყო ეს ყველაფერი - დაიწყო თანამშრომლების უკანონოდ გაშვება, მათ შორის მეც მაძლევდა უკანონო დავალებას. მთხოვდა, „მთავარი არხის“ ნიშანს პრობლემები შეუქმენიო. 

„ამასთან დაკავშირებით მე გამოძიებასაც მივმართე, საქმე უკვე ერთი წელია პროკურატურაში და ორ სასამართლოშია. სახალხო დამცველმა და შრომის ინსპექციამაც დასკვნები დადეს. ამ უწყებების დასკვნები არის ამ პიროვნების საქმიანობის სრული ლუსტრაცია, სადაც შესაძლებელია ნახოთ, თუ რა დარღვევები აქვს და გადაცდომები. თუ მოხვალთ „საქპატენტში“, ნახავთ, რომ არაფრის გამო ჩაატარა რემონტი, რაც 400 000 ლარი დაჯდა, გაბერა საშტატო განრიგი. 

„რატომ ვერ მოხერხდა შეხვედრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ პიროვნებამ რომ სამსახური კრახის პირას მიიყვანა თავისი არაკომპეტენტურობით და ნეპოტიზმით. სავარაუდოდ, ამის გამო მოხსნეს, რაც უკვე კარგა ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ნათია მეზვრიშვილი ქადაგებს, რომ თურმე ებრძვიან. ასე არ არის. ეს პიროვნება (მინდია დავითაძე) რომ გამოდის და ამბობს,  ვითომ პოლიტიკური მიზნით დაიჩაგრა, სრული ტყუილი და ცილისწამებაა მთავრობის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი კასრაძე.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილიც მინდია დავითაძეს ნეპოტიზმში სდებს ბრალს. იგი თანამშრომლების სიას აქვეყნებს, რომლებიც „ნათია მეზვრიშვილის კადრმა მინდია დავითაძემ დაასაქმა“.

„მათ შორისაა მისი მოადგილე დავით ნაღებაშვილია, რომელიც ლონდა თოლორაიას მეუღლეა. კიდევ ერთი დეტალი - გახარიას გუნდის წევრის, მიხეილ დაუშვილის ძმის ცოლი - თეონა როსტომაშვილი ასევე ამ სიაში აღმოვაჩინე. ასევე საინტერესოა რომ მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარია „საქპატენტის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მებონია, ვისთან ერთადაც სოცქსელში არაერთი ფოტო იძებნება“, - წერს  ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:

1. ნაღებაშვილი დავითი - თავმჯდომარის მოადგილე. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

2. ქაჯაია ლევანი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

3. პაპავა ნანა - ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი;

4. მგალობლიშვილი თორნიკე - ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

5. გელოვანი დავითი - მძღოლი (შრომითი ხეშეკრულებით);

6. ოთარაშვილი ნიკა - ლოჯისტიკის სამმართველოს სპეციალისტი;

7. ვაშაძე მამუკა - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი;

8.კედელაშვილი მიხეილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს სპეციალისტი. იურიდიული დეპარტამენტი

9. გასიშვილი ნანა - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

10. ხაჭვანი გიორგი - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

11.კაპანაძე თამარი - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

12.კუსიანი სალომე - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით). მომსახურების დეპარტამენტი

13. ამირანაშვილი ლალი - მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

14.მჭედლიძე თამარი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

15.კუზანაშვილი მარიამი - პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი;

16.ჩადუნელი მარიამი - პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით). საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

17.პაპავაძე გვანცა - მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი (შრომითი ხელშეკრულებით). სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტი

18. გალდავა ემილი - სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების მეორე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. სასწავლო ცენტრი

19.გახოკიძე ანა - სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით);

20.გეგია ნანა - სპეციალისტი;

21. ნაცვლიშვილი ნინო - სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

22.ჯოხაძე ივანე - დეპარტამენტის უფროსი;

23.მღებრიშვილი ნინო - საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი;

24. გამრეკელიძე გიორგი - საფინანსო სამმართველოს სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით);

25. რევაზიშვილი ილია - შესყიდვების სამმართველოს უფროსი;

26. ებიტაშვილი მარიამ - შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი;

27. როსტომაშვილი თეონა - შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

28. მებონია ალექსანდრე - შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

29.ბაგალიშვილი ანამარია - შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×