თამთა ჩაჩანიძე
17.06.2021

მათი დავა შინაარსობრივ არგუმენტირებულ საზღრებს საკმაოდ მოკლებულია და ტრაგიკომიკურ კინკლაობა-დაპირისპირებაშია გადასული, რაც პოლიტიკოსებს არ შეშვენის და ამით საზოგადოების თვალში პოლიტიკურ დაწინაურებას ვერაფრით ვერ მოახდენენ - აცხადებს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი გია აბაშიძე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე საუბრისას.

„მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც.

„ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის"ეთერში.

ეს განცხადება სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე გადაიზიარა და დააწერა: „რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში... არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი."

„მე რომ არ „მშია" და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი," - უპასუხა ვაშაძემ სააკაშვილს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ ეს დაპირისპირება „ტრაგიკომიკური ჟანრის საცირკო შოუა", რომელიც შინაარსობრიობისა და არგუმენტირებულ საძღვრებს მოკლებულია.

„დასანანია, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკურ აქტორებს შორის ერთგვარი საცირკო შოუები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვაშაძე სააკაშვილის თუ სააკაშვილისა და სხვათა დაპირისპირება უფრო ტრაგიკომიკული ცირკის ჟანრისაა და სერიოზულ ხასიათს არ ატარებს.

„მათი დავა შინაარსობრივ არგუმენტირებულ საზღვრებს საკმაოდ მოკლებულია და ტრაგიკომიკურ კინკლაობა-დაპირისპირებაშია გადასული, რაც პოლიტიკოსებს არ შეშვენის და ამით საზოგადოების თვალში პოლიტიკურ დაწინაურებას ვერაფრით ვერ მოახდენენ.

„ამიტომ თუ ვაშაძეს უნდა, რომ ის 3%, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, უფრო გაზრადოს, არგუმენტირებული ალტერნატიული რეალისტური პოლიტიკური პროგრამები უნდა წარმოადგინოს და არა რაღაცა პოპულისტური გზავნილები და ამავე დროს რაღაცა საცირკო ჟანრის დაპირისპირება მის ოპონენტებთან, ეს პირველ რიგში მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

„ზოგადად მთლიანად ოპოიციაში საკმაოდ საინტერესო ძვრებია, იქიდან გამომდინარე, რომ ორი ახალი პარტიაა გამოჩენილი, რომელთაც აქვთ პრეტენზიები, რომ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ და ამ მხრივ ადგილობრივი არჩევნები საკმაოიდ საინტერესო იქნება, რეალურად გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების თვალში ვის რა პოლიტიკური წონა აქვს," - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×