ია აბულაშვილი
20.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მიმდინარე პროცესებს „სრულ პოლიტიკურ სიგიჟედ" აფასებს და აცხადებს, რომ რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ქართული პოლიტიკისთვისაც იშვიათობაა.

ოპოზიცია პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს, მაგრამ ხმებს ვერ აგროვებს; „ლელო" ინიციატივით გამოდის ოპოზიციაში დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე. პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებად კი მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე მოიაზრება.

„ოპოზიციას დიდი იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი მთავრობას ყურს აუწევდა და სახლებში გაყრაში დაეხმარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შარლ მიშელმა გარკვევით უთხრა, დამშვიდდით, დაწყნარდით და მოემზადეთ არჩევნებისთვისო. რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, სრული პოლიტიკური სიგიჟეა, ქართული პოლიტიკისთვისაც იშვიათი, რადგან ჯერ არავის უნახავს პარლამენტში მაგიდაზე მორბენალი ფეხშიშველი დეპუტატი. სააკაშვილმა კი თქვა, რას ამბობთ, ეს ქალი სორბონაში სწავლობდაო... როგორც ჩანს, სორბონაში, სადაც საუკუნეების მანძილზე წარჩინებული ქართველები სწავლობენ, პოლიტიკურ გიჟებსაც შეუღწევიათ... რეალობის აღქმა ოპოზიციამ დიდი ხანია დაკარგა, ამიტომ ახალ-ახალი სიგიჟეები არ უნდა გაგვიკვირდეს. ხაზარაძემ მთავრობა მარსზე ან იუპიტერზე შექმნას, მერობის კანდიდატად კი ყველაზე მძიმე კალიბრიანი პოლიტიკოსი მაჭუტაძე დაასახელონ," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×