
„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სავარაუდოდ თბილისის კანდიდატს მისი პარტიაც დაასახელებს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები და კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს.
„სავარაუდოდ, თბილისის თვითმმათველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი გვეყოლება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ განვიხილავთ ალიანსს ძალიან ბევრ დამოუკიდებელ პიროვნებასთან, ასევე გარკვეულ პარტიებთანაც.
„ჯერ-ჯერობით პარტია მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფება, ხოლო კონკრეტული გადაწყვეტილებების გასაჯაროება მოგვიანებით მოხდება, როდესაც პარტია საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე ისაუბრა თავისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით თბილისის მერის პოზიციაზე.
„მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას ამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ხოლო რა შემთხვევაში შეიძლება პარტიამ განიხილოს ჩემი კანდიდატურა, ამაზე არ მაქვს ნაფიქრი. ასე რომ, არჩევნებზე პირადად მე არ ვიქნები კანდიდატის პოზიციაში", - ამბობს „რეზონანსთან" ვაშაძე.