
„ნაცმოძრაობის“ წევრმა, ოთხგზის პარლამნეტარმა აზერ სულიმანოვმა პარტია დატოვა და „ფეისბუქში“ პირად გვერდზე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე დაწერა, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მისი ღვაწლი და ამომრჩევლების შეხედულებები. ამიტომ, მისი აზრით, უსამართლობა იქნებოდა თუ გააგრძელებდა საქმიანობს „ნაცმოძრაობაში“.
ეს გადაწყვეტილება ბევრსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რაც შეეხება პარტიის ლიდერებს, მათი პოზიცია უცნობია - ისინი ამ სკანდალის კომენტირებისაგან ჯერჯერობით თავს იკვაებენ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, აზერ სულეიმანოვის თანამებრძოლი მურმან დუმბაძე კი დარწმუნებულია, რომ სულეიმანოვის პარტიიდნა წასვლა დიდი დარტყმა იქნება „ნაცმოძრაობისთვის“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩეველის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია.
„პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერის მიუხედავად თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა, თუკი გავაგრძელებდი ჩემს საქმიანობას „ერთიან ნაციონალურ მოჟრაობის“ პარტიაში“, - წერს აზერ სულეიმანოვი.
მურმან დუმბაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სულეიმანოვი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მარნეულში.
„მე არც „ნაცმოძრაობის“ წევრი ვარ და არც პოლიტსაბჭოს წევრი. „ნაცმოძრაობის“ წევრებთანაც ყველასთან არ მაქვს ურთიერობა, მაგრამ აზერ სულემინოვთან ყოველთვის მქონდა მჭიდრო და კარგი ურთიერთობა.
„ნამდვილად არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწვეტილება, ან რა მოხდა პარტიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი წასვლა პარტიიდან იქნება დარტყმა და კარგი არ იქნება „ნაცმოძრაობისთვის“.
„აზერ სულეიმანოვი ძალინ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც პარტიაში, ისე მარნეულში და მის შემოგარენში. როცა წინა არჩევნების დროს მთელი მარნეული შემოვიარეთ, ადგილობრივი მოსახლეობა ოვაციებითა და ტაშით ხვდებოდა. ის ძალიან მტკიცე ბუნების ადამიანია.
„2012 წელს, როდესაც „ოცნებამ“ შესთავაზა, რომ მათ პარტიაში გადასულიყო, უარი განაცხდა. მე მაშინ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ძალიან კარგად დამამახსოვრდა მისი ეს პოზიცია. ახლაც გამორიცხულია, რომ აზერ სულეიმანოვს პარტია დაეტოვებინა იმის გამო, რომ რაიმე შეთავაზება მიიღო სახელისუფლებო გუნდიდან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.