ია აბულაშვილი
23.11.2021

ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, უკრაინაში დაბრუნება აღარ უნდა და საქართველოში ცდილობს უფრო მოცულობითი გახადოს საპროტეტსო  მუხტი - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განიცხადა „რეზონანსს“ ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე გორის ჰოსპიტალიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას.

 პოლიტოლოგი ფიქბრობს, რომ საქართველოში  დაბრუნებულ და ახლა ციხეში მყოფ სააკაშვილს გაუჭირდება  ბრძოლის ახალი ფაზა დაიწყოს ქართულ პოლიტიკურ სირცეში რეალურად  დასაბრუნებლად, რადგან, მისი აზრით, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სხვა რეალობაა.

„ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას. დღეს თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს! ყველანი  უნდა გავერთიანდეთ, მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო“,  - ასეთი შინაარსის გზავნილი გამოუგზავნა მიხიელ სააკაშვილმა ქართველ ერს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 2021 წლის 23 ნოემბერს.

მიმართვაში, სააკაშვილი იხსენებს 18 წლის წინანდელ საქართველოს რეალობას - რომ „ვარდეის რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახლმწიფო. საქართველოში იყო სიბნელე და შემდეგ გაბრწყინდა და  რეგიონში სურპერვარსკლავად იქცა.   საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა  ჯორჯ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ობიექტურად ვერ აფასებს დღე საქართველოში არსებულ სიტუაციას.

„ვიდრე სააკაშვილი ფიცს დადებდა თავის მიმართვაში ერისადმი, სჯობდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა დაბრუნებაში - აფხაზეთის, ცხინვალის, თუ  იმ ქონების დაბრუნებას, რომელიც მოსახლოებას ჩამოართვეს. აღარაფერს ვამბობ დემოკრატიაზე და დემოკრატიის შუქურაზე. სააკაშვილს ეშლება, რომ ასე იდეალურად არ უყურებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი მმართველობის ეპოქას. შეიძლება სააკშვილისთვის ბრწყინვალება იყო, მაგრამ მოსახლეობისთვის ნიშნავს შიშს. ბრწყინვალე რომ ყოფილიყო, არ მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა.

„როგორც ჩანს, თავად სააკაშვილს ჯერ-ჯერობით არ უნდა უკრაინაში წასვლა და ეცდება, რომ  საპროტესტო მუხტი აწიოს და უფრო მოცულობითი გახადოს, უფრო მეტად გაძლიეროს ეს მუხტი მის მხარდამჭერებში. მაგრამ  წერილებითა დ უსტარებით ამას ვერ შეძელებს,  რადგან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სხვა რეალობაა. არავინ არ უჭერ მხარს რადიკალიზმს,  მათ შორის არც მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი. იქაც კი დამოკიდებულება რადიკალიზმისადმი არის უარყოფითი. თუ სააკაშვილის ბრძოლა კრახით დასრულდა, ალბათ დაბრუნდება ისევ უკარინაში ან  სხვაგან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×