თამთა ჩაჩანიძე
25.11.2021

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ, ენმ კვირის ბოლოს  სამოქმედო გეგმას საზოგადოებას გააცნობს, მანამდე კი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტლიდან ორი წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ „ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად" და ოპოზიციას აქტიურობისკენ მოუწოდებს, როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, სააკაშვილის მოწოდება იმითაა განპირობებული, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე მაქსიმალურად არ დააგდოს, რადაგანმუხტი თუ დავარდა, მისი პიროვნების აქტუალიზაციის ხარისხიც დავარდება, როგორც ვქეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

სააკაშვილმა ოპოზიციას აქტიურობისკენ მოუწოდა და ამ შინაარსით ორი წერილი ზედიზედ გამოაქვეყნა, იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში „საერთო ეროვნული აქციის" გამართვისკენ მოუწოდებს. ასევე 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე სასამართლოსთან შეკრებას სთხოვს.

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ კრიტიკის ისრები უფრო მელასა და ბოკერიასკენაა მიმართული, სააკაშვილი გრძნობს, რომ სიტუაცია მის საკეთილდრეოდ არ ვითარდება და ამიტომაც ამით ენმ-ს და დანარჩენ ოპოზიციას „ერთგვარი მათრახი შემოსცხო".

„როგორც ამ ბოლო დღეებში ვნახეთ, ოპოზიციაში მოსაზრებების სრული თანხვედრა არაა იმაზე, თუ რა სტრატეგიით და ტაქტიკით იმოქმედონ. აგერ გიგა ბოკერია, რომელიც ოპოზიციური კოალიციის სულის ჩამდგმელი იყო, მათ მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებში არ ეთანხმება. იქ „ლელოს" პოზიციაა გაურკვეველი, ხამ მათ გვერდით არიან, ხან თავს შორს იჭერენ.

„ერთი სიტყვით გაურკვევლოას აქვს ადგილი, ხანდახან პროცესში მიტინგის გეგმებსა და ლოკაციებსაც ცვლიან-ხოლმე, ერთი სიტყვით ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ თუ საბოლოოდ რა გზას დაადგნენ. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ სააკაშვილის დედამ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები საპროტესტო აქციების არასწორად წარმართვაში და არასწორი მოთხოვნების დაყენებაში პირდაპირ დაადანაშაულა.

„გარდა ამისა, ენმ-ის ერთ-ერთმა ახალმა სახემ, ჩალაძემ პრეტენზიები გამოთქვა, რომ მიტინგების შეკრება და შემდეგ დაშლა არაა ის გზა, რითაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა იაროს. ჯერჯერობით ოპოზიციურ ბანაკში ასეთი ქაოსი სუფევს, ეს რა თქმა უნდა მათ ელექტორატზე მოქმედებს. სააკაშვილმა სწორედ ამ საპროტესტო მუხტის მინავლების საშიშროება დაინახა და ამიტომაც ეს მრისხანე წერილი გამოაგზავნა.

„ასეთი ეჭვი მაქვს, რომ კრიტიკის ისრები უფრო მელიასკენაა მიმართული და მეორეს მხრივ გიგა ბოკერიას მიმართ. მელიამ რომ გამოაცხადა, რომ სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს ყველას გავაცნობთო, მან რაღაცნაირად სააკაშვილის წერილს ერთგვარად დაასწრო.

„სააკაშვილის მოწოდება, იმითაა განპირობებული, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე მაქსიმალურად არ დააგდოს, რადაგან იცის, რომ თუ ეს მუხტი დავარდა, მისი პიროვნების აქტუალიზაციის ხარისხიც დავარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ვნახეთ, რომ ის პირველადი ინტენსიური ყურადღება რაც მის მიმართ იყო და რომელიც ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ მას სამართლიანი სასამართლო უნდა ჰქონოდა, სააკაშვილს არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა, როგორც პოლიტიკური ფიგურის რეაბილიტაციას, ანუ არავინ არ ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და უნდა გათავისუფლდეს.

„ამიტომაც, როგორც პოლიტიკური ცხოველი, ყნოსვით გრძნობს, რომ სიტუაცია მის საკეთილდრეოდ არ ვითარდება და ამიტომაც ამ წერილით ნაცმოძრაობას და დანარჩენ ოპოზიციას ერთგვარი მათრახი შემოსცხო.

„ნიკანორ მელიას მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია, რასაც „ნაცმნოძრაობის" რადიკალური ფრთის წარმომადგენლები უყენებენ, არის ის, რომ მან 14 ოქტომბრის აქცია დაშალა, ეს ფაქტიურად ყველაზე დიდი აქცია იყო, რაც ამ პარტიას აქამდე მოუწყვია, რაღაცნაირად საპროტესტო მუხტიც იყო და დაშლით, რომ ეს მუხტი გააქრეს, მელიას არ პატიობენ, მაგრამ მას მეორეს მხრივ არ უნდა რომ ქართულ პოლიტიკაში რადიკალური ლიდერის სახელით დამკვიდრდეს, რადგან მას რადიკალის და დესტრუქციული პოლიტიკოსის იმიჯი ისედაც აქვს.

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა წერილი ამიტომ მოიწერა, რომ ის ხედავს ოპოზიციაში რა პროცესებიც დაიწყო, კოალიცია, რომელიც ასე დიდი ამბით შექმნეს, ჯერჯერობით სიცოცხლისუნარიანობას ვერ ამჟღავნებს. იმის მიხედვით თუ მელია კვირის ბოლოს რა გეგმას გააჟღერებს, გავიგებთ სააკაშვილის წერილმა რამდენად იმოქმედა.

„თუმცა ამ ყველაფერს რესურსები უნდა, ფულადი, ადამიანური, მატერიალური, ახლა საახალწლო დღეები მოდის და ადამიანი როგორ საპროტესტოდაც არ უნდა იყოს განწყობილი, გასაგებია, რომ ამ სიცივეში დგომა გაურთულდება. არც თუ კარგი პერიოდი იქნა შერცჩეული, თან საერთაშორისო პარტნიორებისგან საკმაოდ მკაფიო მოწოდებები ისმის, რომ საქართველოში ახალი დესტაბილიზაციის კერა არ გვინდაო. ესეც ენმ-ისა და სააკაშვილისთვის არასაკეთილდღეო სიგნალია, რადგან ისინი უკვე აშკარად წარმოჩნდნენ, როგორც დესტრუქციული ძალა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×