ხატია ბერიძე
30.11.2021

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „კოვიდ პასპორტების" შემოდის, რასაც საზოგადოების ნაწილი პროტესტით ხვდება. ისინი ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებენ, თუმცა იურისტთა უმრავლესობა ამაში ადამიანის უფლებების დარღვევას ვერ ხედავს. ჯანდაცვის სპეციალისტების ვარაუდით კი, „კოვიდ პასპორტების" შემოღებამ შესაძლოა თითქმის გააორმაგოს სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა, რაც ეპიდემიის დასასასრულს მნიშვნელოვნად მოაახლოვებს.

მსგავსი „მწვანე პასპორტების" შემოღებას მოწინააღმდეგეები მთელს მსოფლიოში ჰყაქვს. ევროპაში გასულ კვირას მათ საკმაოდ მასშთაბური საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. განსაკუთრებით დიდია უკმეყოფილება ჰოლანდიასა და ავსტრიაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრიცი მთავრობები უკან დახევას არ აპირებენ. პირიქით, მაგალითად, იგივე ავსტრიაში აცრაზე უარის თქმისათვის ჯარიმების დაწესებაც კი განიხილება.

რაც შეეხება საქართველოს, ზოგადად კოვიდ რეგულაციებისა და კონკრეტულად „მწვანე პასპორტების" წინააღმდეგ პერიოდულად იმართება აქციები და მათში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა თანდათან იზრდება.

გარდა ამისა, ბიზნესის ნაწილს გადაწყვეტილი აქვს არ დაემორჩილოს ახალ რეგულაციებს. სოციალურ ქსელებში უკვე ქვეყნდება იმ სხვადასხვა ობიექტების სია, სადაც მომხმარებლებს ქიუ-არ კოდისა და „კოვიდ პასპორტის" გარეშე მიიღებენ და მოემსახურებიან.

რა არის „კოვიდ პასპორტი"

„კოვიდ პასპორტი", ანუ „მწვანე პასპორტი" არის ოფიციალური საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ მის მფლობელს „მწვანე სტატუსი" აქვს. „მწვანე სტატუსს" კი მიიღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72-საათიანი მოქმედების ვადის„პისიარ" ტესტი, 24-საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი.

„მწვანე პასპორტს" არ მოითხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც თქვენი ყოფნა სიცოცხლისთვის აუცილებელ მოხმარების სერვისებს უკავშირდება. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასურსათო მაღაზიებში.

ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს თავშეყრის ისეთ ადგილებში, რომელიც გადაუდებელ სერვისებს არ მიეკუთვნება: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. ამ ობიექტებზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" იქნება დაშვებული.

„მწვანე პასპორტის" შემოწმების პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც კოვიდრეგულაციების დაცვას ამოწმებს - შრომის ინსპექციას, მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და პოლიციას. რეგულაციის დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით, ხოლო ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, „მწვანე პასპორტის" გამოყენება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 27 და ასევე ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში.

„მწვანე პასპორტი" და ადამიანის უფლებები

შეიძლება თუ არა „მწვანე პასპორტის" მექანიზმის ამუშავებამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაარღვიოს? არის თუ არა დისკრიმანცია, როდესაც აუცრელ მოქალაქეს ეკრძალება ზოგიერთ დაწესებულებაში შესვლა და ამა თუ იმ მომსახურების მიღება და ამისათვის მან დამატებით ფასიანი ტესტირება უნდა ჩაიტაროს, რის შემდეგაც მხოლოდ 72 ან 24 საათით მიიღებს „მწვანე სტატუსს"?

სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოების კეთილდღეობისათვის შემოღებული ეს შეზღუდვა არ შეიძლება შევაფასოთ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა.

„მსგავსი შეზღუდვები და დროებითი ღონისძიებები დასშვებია, როდესაც ეს მექანიზმი საყოველთაო სიკეთეს ემსახურება. ამ შემთხვევაში, როგორც იურისტი, ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ეს მექსნიზმი შესაძლოა ვინმეს უფლებებს არღვევდეს. მსგავსი დროებითი შეზღუდვები ომის დროსაც კი დასაშვებია. ასე რომ, ის, რაც საზოგადოების კეთილდღეობისთვისაა, ვერ აღიქმება უფლების დარღვევად.

„თუ ვინმე ამას მაინც აღიქვამს მისი უფლების დაღვევად, შეუძლია ეს მოთხოვნა გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს ლია მუხაშავრია.

რაზე აქვს გათვლა ხელისუფლებას

„მწვანე პასპორტის" შემოღების მთავარი მიზანია ირიბი ზეწოლა ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად გამწყობილ მოქალაქეებზე, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ. არსებობს მოლოდინი, რომ ამით გაიზრდება აცრილთა რაოდენობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის დასამარცხებლად,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ „მწვანე პასპორტების" რეგულაცია აცრისკენ საზოგადოების ნაწილს გადაწყვეტილებას მაინც ვერ შეაცვლევინებს.

„ამ მექანიზმმა აცრისკენ შეიძლება უბიძგოს იმ ადამიანებს, ვინც ვაქცინაციას დიდად არ ეწინააღმდეგება და არც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 30%-ია. „მწვანე პასპორტების" შემოღება გავლენას, სავარაუდოდ, სწორედ ამ 30%-ზე მოახდენს და როდესაც ამ ეფექტს დავინახავთ, ეს ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს ლოგიკურად და გავრცელდეს სამედიცინო და საგანმანათლებო სექტორებში დასაქმებულებზე და ასევე, სამასპინძლობიზნესზე.

„როდესაც დღეში 70 -მდე ადამიანი იღუპება და 6 ათასამდე ინფიცირებული გყავს, რეგულაციების შემოსაღებად ამაზე უარესი სიტუაცია რაუნდა იყოს?!" -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×