ია აბულაშვილი
30.11.2021

 

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვრცელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს შემდეგ სხდომასაც დაესწროს, რომელიც 23 დეკემბერსაა დანიშნული. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესებს დაესწრება, როცა ამას საჭირდ ჩათვლის და ეცდება სასამართლო დარბაზი გადააქციოს არსებული ხელისუფლების მხილების ტრიბუნად.

სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 23 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაზე ითხოვენ ექსპრეზიდენტის მონაწილეობას. 

„ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც უსამართლო სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას“, - აცხადებს ექსპრეზიდწენტის ადვოკატი და  დასძენს, რომ სააკაშივლი მოხარულია, რომ სასამართლოში ქართველი ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა მიეცა.

ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმათა, სააკაშვილის სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა დატოვა. პროცესზე კი განაცხადა, რომ არ ენდობა პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას.

„სააკაშვილს სწორედაც აწყობს სასამართლოში მისვლა და მივა როცა საჭიროდ ჩათვლის. იგი დარწმუნებულია, რომ ამ სასამართლო სხდომებს გადააქცევს არსებული ხელისუფლების მხილების ტრიბუნად. ჩანაფიქრი აქვს, რომ „ეს არის ჩემი ტრიბუნა და ვამხელ ამ ხელისუფლებას“, ამ მხილების შედეგად კი  მოხდება მასების მობილიზება, თვითონ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან აღმოჩნდება ქუჩაში და მასებს წინ გაუძღვება. 

„იგივე  სცენარი ჰქონდა, როცა თბილისში დაბრუნდა. ასე რომ, სააკაშვილი და მისი ბიძა გეგმებს არ ცვლიან. ჯერ კიდვ ერთი წლის წინ ქმნიდნენ ეროვნული ხსნის კომიტეტებს. 

„სააკაშვილი რეალობას არის მოწყვეტილი. როდესაც ჩამოვიდა საქართველოში  და დააკავეს, მაშინაც არავინ გამოსულა ქუჩაში საქართველოს მასშტაბით, რაც მისთვის იყო განაჩენი. დღეს ოპოზიცია ვერ ახერეხებს მიზერი ხალხის მოლბილიზებასაც კი. აშკარაა, რომ ეს მუხტი არ არის. ამიტომ სააკაშვილს მოუწევს მისთვის მისჯილი ვადის ამოწურვა საქართველოში. 

„ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და ადამიანებს დაარწმუნებს, რომ სამართალმა პური ჭამა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პეტრე მამრაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×