
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას შერიგების პროცესში სამი პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით გაუგებარს უწოდებს და დარწმუნებლია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშივლი ამ მოსაზრებას არ დათანხმდება. მისივე აზრით, მოვლენების ასეთი განვითარებისათვის აუცილებელი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ცნობილი პოზიციიდან გამომდინარე პრაქტიკულად გამორიცხულია.
სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედა გასულ კვირას შედგა. მარგველშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ გარეშე შერიგება უბრალოდ ფარსი იქნება. ამიტომ იგი სწორად მიიჩნევს შერიგების პროცესში ჩაერთოს სამივე პრეზიდენტი, ანუ მიხეილ სააკშვილიც, რომელიც , მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია.
„მარგველაშვლი თავისუფალი კაცია და დღეს აღარ აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მოქმედ პრეზიდენტს ზურაბიშვილს. თუმცა მისი განცხადება გაუგებარია. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ჩართვა მოლაპარკებების პროცესში არ იქნება სწორი, რადგან დღეს ის არ არის პარტიის ხელმძღვანელი, ის არის პატიმარი. პატიმარი კი როგორ უნდა ჩაერთოს, ცოტა უცნაურია. მაშინ ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყლოს და პროცესიც სხვა მიმართულებით წავა, წერტილი დაესმება ზურაბიშვლის განცხადებას „არა და არასდროს“. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშივლი მარგველაშვილის ამ ინიციატივას არ დათანხმდება და სააკაშვილთან მოლაპარკებაზე არ წავა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.