ია აბულაშვილი
16.01.2022

ოპოზიცია თავისი უნიათობის გადასაფარად დიდი ხანია ეძებს განტევების ვაცს და იპოვეს გახარია... ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ ჩააბარეს ტესტი და გამოჩნდა, რომ ისინი არ არიან მზად კოულიციური მმთრველობისათვის - ასე აფასებს პოლიტოლოგი ედიშერ გვეტაძე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დაპირისპირებას.

„ეს ბატონი გახარია, ძალიან უცნაურად იქცევა, ვერაფერი ვერ გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგე“, - ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა გადაცემა „რეაქციაში“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელმაც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.  

მისი თქმით, იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო, გიორგი გახარიას თანაპარატიელების გამო საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევა და ბიუჯეტის დამტკიცება ვერ ხერხდება, ზარალდება ხალხი და გაჭიანურებული პროცესით „ქართული ოცნება“ იგებს.

მელიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი უნიათობის გადასაფარად დიდი ხანია განტევების ვაცს ეძებს და გახარია იპოვა.

„აინშატაინს ისრაელის პრემიერ-მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მაშინვე უარი არ უთხრა - დავფიქრდებიო. რამდენიმე ხანში ამ შინაარსის პასუხი მისწერა - დავფიქრდი და მივხვდი, რომ პოლიტიკა უფრო რთული მეცნიერება ყოფილა, ვიდრე ფიზიკაო. როგორც ნიკა მელია ამბობს, „ეს გახარია მე უფრო ჭკვიანი მეგონა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკა გასეირნება ეგონა“. მკერდით რომ გადაეფარა მელიას, არიქა არ დაიჭიროთო, რა ეგონა, მთელი ცხოვრება მადლიერი იქნებდა მელია? ხომ გაიყვანა ნაპირზე, ჰოდა იმანაც უკბინა კუ და მორიელის არ იყოს. ასეთია „ნაცების“ ბუნება, სხვანაირად არ შეუძლიათ.  

„თავის უნიათობის გადასაფარად დიდი ხანია ეძებენ განტევების ვაცს და იპოვეს გახარია. მაგრამ ამ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რაიმეა. გამოჩნდა ოპოზიციის „მაღალი იდეების“ მარცხი კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით - რომ ამბობდნენ კოალიციური მმართველობა გადაარჩენს საქართველოს და ამაშია ხსნაო. ორი თვეც არ გასულა და დაჭამეს ერთმანეთი, ვერც  სკამები გაიყვეს და ვერც ბიუჯეტი დაამტკიცეს. ეს არის ტესტი, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები მზად არ არიან კოალიციური მმართველობისთვის.  

„წალენჯიხას ავაყვავებო რომ იქადნება ხაზარაძე, მაგის აყვავებული არაფერი გვინახავს, დაქცეული - კი. თაღლითობის იარლიყს არ შევეგუები და სტრაბსბურგში ვიჩივლებო, ეწყინა თურმე.   სადაც „დიდი სუდია“ იქ იჩივლოს, ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი არიან ხანდაზმული თაღლითები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×