ია აბულაშვილი
17.05.2022

ნიკა გვარამიას ტიპის ხელმძღვანელს „მთავრი არხისათვის“ სარგებლობა უფრო მეტი მოჰქონდა თუ ზიანი, ამას დრო გვიჩვენებს. ენმ-ის თავმჯდომარის განცხადება კი, რომ არხის ფენქციონირება საფრთხის ქვეშაა, გაუგებარი და არაადეკვატურია - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ცნობილ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიამენეჯერებს შორის კოორდინაცია უკვე შედგა და შეთანხმდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა "მთავარმა არხმა" არ შეწყვიტოს მაუწყებლობა.  მისი თქმით, გეგმები, რომლის განცხორიელებასაც სხვადასხვა ჯგუფები აპირებენ, "ქართული ოცნებისთვის" ადვილად პროგნოზირებადი არ იქნება.

„შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა „მთავარმა არხმა“ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შედეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი, დამფუძნებელი და დირექტორი უკანონოდ დააპატიმრეს. რაც შეეხება გეგმებს, კოორდინაცია იქნება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, არ ვიქნებით ადვილად გამოსაცნობი ჩვენს მოქმედებებში და გეგმების განხორციელებებში „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ვისაც ოდნავ ლოგიკის და ანალიზის უნარი აქვს, მისთვის გასაგებია, რომ არხის გადარჩენის საკითხი არ დგას და გენერალური დირექტორის გარეშე დარჩენა არხის ბედ-იღბალს არ წყვეტს.  დაფინანსება არ შეცვლილა და ნიკა გვარამია ფულით არ დაუჭერიათ. ამიტომ სრულიად გაუგებარი და არადექვატურია განცხადებები, რომელიც კეთდება არხის გადარჩენასთან დაკავშირებით.

„ფაქტია, რომ არხი იყო პოლიტიზირებული და ორიენტირებული მხოლოდ შიდა პოლიტიკაზე; გვარამია თავისი ეპატაჟური გამოსვლებით შეურაცყოფას აყენებდა განურჩევლად ყველა პოლიტიკოსსა თუ უცხოელ ელჩებს. ამიტომ დრო აჩვენებს ნიკა გვარამიას ტიპის ხელმძღვანელი პლიუსი იყო თუ მინუსი არხისთვის.

„რაც შეეხება ნიკა მელიას გეგმებს ტელევიზიისა და მისი დამფუძნებლის გადასარჩენად, რომლის გამოცნობაც „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება, ჩვენ საზოგადოებას ასეთი ღონიძებები ნიკა მელიასგან და ოპოზიციისგან ბევრი გვინახავს და მასაც გადავიტანთ. რა რესურსი აქვს არხის გადასარჩენად „ნაცმოძრაობას“, ან იმ ორგანიზიაცებს, რომელიც ნიკა მელიამ დაასახელა, არ ვიცი. თუმან-თუმან შეაგროვეთ და გადმოგვირიცხეთო - ალბათ აქამდე არ მივლენ. შეიძლება საზოგადოებას სთხოვონ, ყველამ ამ არხს ვუყუროთ რეიტინგის ასამაღლებლადო. ბიზნესმენებს კი სთხოვონ რეკლამა ამ არხზე განათავსონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×