ია აბულაშვილი
25.05.2022

"საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები"-ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის მიხეილ მუსხელიშვილის სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და დამსწრე საზოგდაოებას აუწყა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს; რომ საქართველოს ევროპისგან სჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია.

"ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ევროკავშირთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში ესწრაფვის. ეს არ იწყება 2014 წელს, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას.

"ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმების 45 პროცენტზე მეტი. გვაქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი 2014 წლიდან და გვაქვს გაუმჯობესება ყველა მიმართულებაში. იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა. ღია მთავრობა. ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ხალხი ამას ხედავს.

"ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხხსნათ, რომ ახლა არ რის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ.

"ჩვენ გვჭირდება დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა. ეს არის მთელი ევროპული არქიტექტურის გამოწვევა.

"მე მსურს გაგახსენოთ ომი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2008 წელს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთობას. ქართველებმა გადავიხადეთ ძალიან მაღალი საფასური, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. გადავიტანეთ ორი ომი, ერთი აფხაზეთში და მეორე ცხინვალში. 2008 წელს კი ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამ ომის შემდეგ არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ეს წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გევსემოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიღემას. ეს ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან.

"მსურს გავიხსენო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის სიტყვები. მან თქვა: "საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები" - ასეთი იყო საქართველოს პრემიერის გზავნილი დავოსიდან.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, პასუხამდე კრიტიკული სამი კვირა დარჩა და ევროკომისია სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნას წარადგენს, თუმცა, ევროპის ლიდერები ახალ გაერთიანებაზეც საუბრობენ, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები შევლენ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭება რომ უალტერნატივოა, ამაში მმართველი გუნდი ღრმად არის დარწმუნებული. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი "კი".

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა იყო მკაფიო და პოზიციების გასამაყარებლად ნაბიჯების გადაგმა საჭირო იყო.

"გამოსვლა იყო მკაფიო და ამ სტილით საუბარი დღეს მეტნაკლებად მიღებულია, ამაში კი ლომის წილი უკრაინას მიუძღვის. ღარიბაშვილის სიტყვა შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინის პოზიციების გამყვარებაა, რომელიც მკაფიოდ მოითხოვს ევროკავშირის კანდიდტის სტატუსს.

"საქართველო უკრაინას ამ შემთხვევაშიც გვერდში დაუდგა. უკრაინის, საქართველო მოლდოვას მდგომარეობა ერთმანეთს უთანაბრდება და ალბათ, რეაქციაც სამივე ქვეყნის მიმართ ერთიანი უნდა იყოს"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხდებით, პრემიერმა თავი დაიზღვია იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღწევა არა დეკლარირებით, არამდე საშინაო დავალების ხუთიანზე შესრულებით იქნება შესაძლებელი.

"ევროკავშირში შეხვედრების დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკა დაიმსახურა და ნიადაგს ამზადებს, რომ შესაძლებელია საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაში ოპოზიცია არის დამნაშავე. დაიწყო კიდეც ოპოზიციის დადანაშაულება, თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიცია ორივე ცდილობს, რომ ევროპას აჩვენოს რომელი უფრო დიდი ევროპელია. მთავარი არის ქვეყანამ სასურველი შედეგი მიიღოს, ამისთვის დეკლარირება კი არა საჭიროა საშინაო დავალება შესრულდეს ხუთიანზე"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×