თეონა ვეშაგური
27.07.2022

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ საკმაოდ გააუმჯობესა უკრაინული მხარის საბრძოლო შესაძლებლობები. ზოგიერთ ასპექტში რუსებს ისეთი დანაკარგები აქვთ, რომ იძულებულნი არიან მაღალტექნოლოგიური იარაღი ირანიდან შეისყიდონ. შესაბამისად, ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე, რამაც რუსეთი იძულებული გახადა, ეძებოს მოკავშირეები.

„გრძელდება პოზიციური საბრძოლო მოქმედებები, გარკვეულ ნაწილში უპირატესობა აქვთ რუსებს, ზოგან კი უკრაინელები მიიწევენ წინ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურები არიან ხერსონის მიმართულებით და ეფექტურად ახორციელებენ კონტრშეტევებს. ამასთან, ეფექტურად ანადგურებენ რუსული მხარის საკომუნიკაციო და ლოგისტიკური ტიპის კომუნიკაციის ცენტრებს.

„რუსებს უპირატესობა აქვთ დომბასისა და დონეცკის მიმართულებით, თუმცა დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ ერთგვარი წონასწორობა მისცა კონტრსაბატარეო ბრძოლებში მხარეთა პოზიციებს. გამოსწორდა ის სუსტი მხარეები, რომლებიც უკრაინელებს ჰქონდათ სარაკეტო და ზალპური ცეცხლის კომპლექტების კუთხით. ახლა ისინი აწარმოებენ კონტრსაბატარეო ბრძოლებს, რაც საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს მათ უპირატესობზე. ამაზე ისიც ნათლად მიანიშნებს, რომ რუსებმა ირანელებს სთხოვეს დრონები.

„უკრაინელებმა შეძლეს რუსული უპილოტო თვითმფრინავების განადგურება, რამაც ისინი იძულებულები გახადა, ჩასულიყვნენ თეირანში და კონტრაქტი გაეფორმებინათ ირანთან. გარდა ამისა, ოფიციალურმა მოსკოვმა დაადასტურა, რომ ირანელები აპირებენ საავიაციო ქარხნის აშენებას რუსეთში, რაც ნიშნავს, რომ მათ შეისყიდეს ან შეისყიდიან დრონების გარკვეულ პარტიას", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×