ელზა პაპოშვილი
05.08.2022

უკრაინა-რუსეთის ომი კვლავ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინის  ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობაა და ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებს აწარმოებს. თუმცა მცირე უპირატესობა რუსეთის მხარეს შეიმჩნევა. გენერალი ამბობს, რომ რუსებმა უკრაინის სამხრეთით ჯარის მობილიზება და დანაყოფების გადასროლა დაიწყეს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ომის მესამე ფაზისთვის ემზადება.    

„როგორც ჩანს რუსეთი ომის მესამე ფაზისთვის ემზადება და სამხრეთ უკრაინის მიმართულებით ძალის მობილიზება ამ მხრივ აიხსნება. ვფიქრობ დაპირისპირება განსხავვებულ სახეს მიიღებს. რუსეთი დონბასის  მიმართულებაზე გაიჭედა, ამიტომ ის ჯარის გადაჯგუფებას ახდენს. ასევე უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა, რომ ისინი  ხერსონის  მიმართულებით კონტრშეტევას აპირებდნენ. ამან კი რუსეთის მხრიდან ქალაქის მიმართულებით ჯარის გადაჯგუფება  მოახდინა. არ ვიცი ალბათ ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ კონტექსტშია გკეთებული, რათა ჯარისკაცების  ბრძოლისუნარიაონობა ამაღლდეს, მაგრამ  სამხედრო თვალსაზრისით ეს უკრაინულ სალდრობას ოპერაციის  განხორციელებაში ხელს შეუშლის.  

ხერსონის მიმართულებით ზაპროჟიეს  მხრიდან სადესანტო ჯარის გადანაწილება ხდება. დონბასის მიმართულებიდან კი ზაპროჟიეს მხარეს. რუსები ციდლობენ, რომ თავიაანთი ძალთა თანაფარდობა  აღადგინონ. რადგან დარტყმის მთავარი წერტილი დონბასზე მოდიოდა, რუსები ძალების დიდ ნაწილს თავს იქ უყრიდა. თუკი უკრაინელების  მხრიდან მიზანი იყო, რომ ამ განცხადების შედეგდ რუსების ძალების კონცენტრაცია დონბასში შეეცვალათ, მაშინ კი ბატონო, სწორი ტაქტიკაა და ეს მიზანი შესრულებულია“,-ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება რუსების მთავარ სამიზნეს, რა გეგმა აქვს ახლა პუტინს და რომელი ქალაქები შეიძლება მის მიზანს წარმოადგენდეს. კაპანაძე ამბობს, რომ რუსების მხრიდან სამიზნე შესაძლოა  ბევრი რამ იყოს. რუსეთი ხერსონის და ზაპროჟიეს მიმართულებით თავდაცვას გააძლიერებს. ასევე დაიცვას მის მიერ დაკავებული ტერიტორიები, ხოლო ამის შემდეგ პოლიტიკურ ვაჭრობაზე გადავიდეს. ახლა რუსებს ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასვლის რესურსი  არა აქვთ. აგვისტოს ბოლომდე მათ ამის ძალა  არ გააჩნიათ, შემდეგ რა იქნება რთული სათქმელია.  

„პოლონეთი უკრაინას 100  ერთეულ თვითმავალ „ჰაუბიცას“ საარტირელიო დანადგარს აძლევს. რუსეთმა რომც გაანადგურის, ომია და ორჯერ მეტს მიიღებს. ას ერთეულს აძლევენ გერმანელები. 30 ტანკს ჩრდილო მაკედონია აძლევს. ახლა საუბარია „ატაკემზე“, ეს არის რაკეტა, რომელსაც შეუძლია 300 კილომეტრზე ისროლოს. „ჰაიმარსებმა“ ომის პირობა შეცვალეს, მას შეუძლია დაარტყას რუსების  იმ სტატიკურ სიღრმეში, რომელიც მათ საშაულებას  არ მისცემს გადაჯგუფდნენ. დარტყმები მიღებულია რუსების საწყობებზე და მართვის პულტებზე, რამაც მათი შეტევით პოტენციალი ძალიან შეაფერხა. უკრაინისთვის გამარჯვება იქნება თუ ის სამხრეთ უკრაინის ოკუპაციისგან გათავისუფლებას შეძლებს და აზოვის ზღვაზე გავა. რუსეთი შეეცდება ზამთრამდე ეს დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. მოლაპარაკება აწარმოოს  და გადაღალოს, როგორც უკრაინის, ასევე ევროპის მოსახლეობა. ევროპა  გარკვეულ შეთანხმებაზე  წამოიყვანოს. ჩამოაყალიბებს ისეთ  სიტუაციას, რომელიც არც ომი იქნება და არც მშვიდობა. ხოლო ზამთარი უფრო  უარყოფითად იმოქმედებს რუსეთზე, რადგან ის თავდაცვაში გადავა და შეტევითი ოპერაციები გაუჭირდება. აქ ახლა მოსახლეობის გამძლეობაზეა დამოკიდებული. ევროპაში გაზის მიწოდებაზე პრობლემები იქმნება, რაც ევროპულ მთავრობებზე რუსეთის მხრიდან ზეწოლის კარგი ბერკეტი იქნება. პუტინი შეეცდება ეს ევროპელების მხრიდან უკრაინელებზე ზეწოლად გამოიყენოს“,-ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სარაკეტო თავდასხმებს დონეცკის ოლქში, დაშავებულია 9. 

რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

 დილიდან, აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. დაშავებულია 3 ადამიანი, დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ოკუპანტებმა ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი სოფელი, მთლიანად დამწვარია 6 სახლი. 

"დონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას. ის ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები სოლედარისა და ბახმუტის ხელში ჩასაგდებად. ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, შეტევითი და თავდასხმის მოქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა. სამხრეთ ბუზის მიმართულებით, ოკუპანტთა მოქმედებები მიმართულია ჩვენი ჯარების წინსვლის აღსაკვეთად. დაიბომბა მიკოლაევის, ლიმანის, ანდრიივკას რაიონები. ოკუპანტებმა ოდესის ოლქის მიკოლაივკას დასახლებაში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×