ია აბულაშვილი
06.09.2022

ეს არის პიარი და უკრიანაში გაკეთებულ პიარს „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იყენებს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს მიერ იმ ქართველი ბიზნესმენების სიის გამოქევყნებას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების შემოღებას ითხოვენ. ამ სიის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში გეგმავს ჩივილს.

ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციებისთვის პროცედურების დასაწყებად უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალურმა სააგენტომ მონაცემები უკრაინის საგარეო სამინისტროს გადაუგზავნა. მოექცევა თუ არა ბიძინა ივანივშვილი თავის გარემოცვასთან ერთად სანქცირებულთა სიაში, საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვტილებაზეა დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იგი პირადად მუშაობს ამ სანქციებზე. 

„ყველა უნდა მოექცეს სანქციების ქვეშ, ვინც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს და ხელს უშლის უკრაინის გამარჯვებას“, - აცხადებს დეკანონიძე.

სანქციების მომლოდინე სიის ერთ-ერთი ფიგურანტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ოპონენტებს სასამართლოში უჩივის და აცხადებს, რომ მის მიმართ გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და შელახული რეპუტაციის გამო ოპონენტებს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჩხარტიშვილის გადაწყვეტილება სწორია.

„რადგან ხატია დეკნოიძემ განაცხადა, რომ ინფორმაციას თავად აწვდიან, მაშინ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის პიარი; პროპაგანდა და უკრაინაში გაკეთებულ პიარს „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იყენებს. 

„ჩხარტიშვილის პოზიცია სწორია, ასეთი საკითხები სასმართლოში უნდა გაირკვეს. რაც შეეხება შფოთს, რომელიც შეიძლება ამ მოვლენამ ქართველ ბიზნესმენებში გამოიწვიოს, განსაკუთრებით მათში, ვინც ბიზნესიდან პარლამენტში მოვდა, ამ ეტაპზე არავინ მოძრაობას არ დაიწყებს, დაელოდებიან მოვლენების განვთიარებას. თუ პროცესი სერიოზულად დაიწყება, მაშინ გააკეთებენ არჩევანს, რა უფრო პრობლემა იქნება - სანქციები, თუ ის, რომ „ქართული ოცნება“ არ იყოს მათ მიმართ ლოიალური“, - განაცხდა „რეზონანსთან“ ძაბირაძემ.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში დასახელებული არიან: ბიძინა ივანიშვილი, მისი ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, იმედის მმართველი ირაკლი რუხაძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დიმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×